დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი უნგრეთსა და ხორვატიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა
2015/09/02 19:23:06

ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი საქმიანი მივლინებით უნგრეთისა და ხორვატიის რესპუბლიკებში იმყოფებოდნენ.

 

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთსა და ხორვატიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ზაზა კანდელაკთან, ასევე დაძმობილებული ქალაქ სომბათჰეისა და ქალაქ ოპატიას ადგილობრივ თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა შედგა, სადაც ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის საკითხები განიხილეს. ასევე გაიმართა საქმიანი შეხვედრა უნგრეთის წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელებთან. შეხვედრის ინიციატორი უნგრული მხარე იყო, რომელიც საქართველოში დარგობრივი ბაზრით დაინტერესებას გამოხატავს და საქმიანი ვიზიტით შეხვედრების შემდეგი რაუნდის გამართვას მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში გეგმავს.

 

ბუდაპეშტიდან დელეგაცია ხორვატიის ქალაქ ოპატიაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ თვითმმართველობის პირველ პირებთან ერთად დაიგეგმა მომავალი დარგობრივი თანამშრომლობის და ქალაქების დაძმობილების შესაძლებლობის ასპექტები. ძირითადი ყურადღება ტურიზმს (მათ შორის ბალნეოლოგიურ ტურიზმს) და ამ სფეროში როგორც გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ასევე ტურისტული ნაკადების გაზრდის შესაძლებლობების განხილვას დაეთმო. შეხვედრა ატარებდა არაერთჯერად ხასიათს და მისი გაგრძელება ხორვატიის დელეგაციის საქართველოში სტუმრობის ფარგლებში გადაწყდა. დამეგობრებულ ქალაქ სომბათჰეიში ქართულმა დელეგაციამ ქალაქის დღის აღნიშვნაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ასევე ქართული ეროვნული ცეკვებით ქუთაისის ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლი წარსდგა, რამაც დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებაში საქართველოს მიმართ მძაფრი ინტერესი გამოიწვია.

 

ქალაქ სომბათჰეიშივე გაიმართა საქმიანი შეხვედრები, სადაც გადაწყდა, რომ უნგრეთის მოზარდ წყალბურთელთა გუნდი ოქტომბრის ბოლოს ქალაქ ქუთაისში ,,ქუთაისის თასი”-ს ტრადიციულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვა. ასევე განიხილეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქუთაისელ მოზარდ წყალბურთელთა უნგრეთში, მოკლე და გრძელვადიანი სასწავლო შეკრების ჩატარების შესაძლებლობები. ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ტურიზმის სფეროს ადგილობრივ ხელმძღვანელს შეხვდა, სადაც ორ ქალაქს შორის საინფორმაციო ტურისტული გასვლები დაიგეგმა. ვიზიტი 25 აგვისტოს დაიწოდა 31 აგვისტოს დასრულდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია