დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულში საცურაო აუზი რამდენიმე დღეში გაიხსნება
2015/08/31 19:19:36

ტყიბულის მუნიციპალიტეტში  ათამდე პროექტი ერთდროულად ხორციელდება.

 

 სპორტის სასახლის მშენებლობისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა დარბაზები, გასახდელები, შეიცვლება კომუნიკაციის სისტემაც და მოხდება შესაბამისი ინვენტარის შეძენა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ექსპლუატაციაში 2016 წელს შევა.


რაც შეეხება საცურაო აუზს, რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე დაიწყო და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დასრულებულია ძირითადი და მცირე ზომის აუზებისა და ტრიბუნების მშენებლობა. ამჟამად ფასადის კეთილმოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის მოზაიკით მოპირკეთება მიმდინარეობს. სამუშაოებზე 50 ადგილობრივია დასაქმებული. თანამედროვე სტანდარტების სპურტული კომპლექსის მშენებლობისთვის 200 000 ლარამდეა გამოყოფილი და იგი უახლოეს დღეებში გაიხსნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია