დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
2015/08/31 18:48:49

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბათუმში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული შმაგი შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 11,331 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის თანახმად 4,5365 გრ ჰეროინს შეიცავს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია