დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო:„არ მოიაზრება იმ პროექტების შემცირება, რომელიც მიმდინარეობს“
2015/08/25 11:27:18

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტის კორექტირების საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყების წინ სერგეენკომ ლარის კურსის ვარდნის კომენტირებისას განუცხადა. სერგეენკო დარწმუნებული, რომ ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის.


"მე შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ არ მოიაზრება იმ პროექტების შემცირება, რომელიც მიმდინარეობს, პირიქით, იქნება გაუმჯობესება, ზოგადად კურსის ცვლილებას რაც შეეხება, ალბათ, ეკონომიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რმ სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული", - განაცხადა სერგეენკომ. 


რაც შეეხება იმას, უნდა ჩაერიოს თუ არა ეროვნული ბანკი კურსის დასარეგულირებლად, სერგეენკოს თქმით, ეს ეკონომიკური საკითხია და მას ექსპერტული მოსაზრების გაკეთება გაუჭირდება.

 

წყარო: http://guardian.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 20458
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია