დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
2015/08/15 09:34:41

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორად გოგა რაზმაძე დანიშნა.

 

მინისტრმა საპატრულო პოლიციის ახალ ხელმძღვანელთან შეხვედრისას ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა: საგზაო უსაფრთხოება, დანაშაულის პრევენცია, ბრძოლა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, პოლიციელების პროფესიული მომზადება და უსაფრთხოება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქალი პოლიციელების როლი და სხვა.

 

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი გოგა რაზმაძე პროფესიით იურისტია, დაკავებული იყო საადვოკატო საქმიანობით, აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურასა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობის თვრამეტწლიანი გამოცდილება. ბოლო პერიოდში იგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

 

ჰყავს მეუღლე და შვილი.

 

წყარო:  http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2561
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია