დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი სასწავლო გეგმა 2016-17 წლიდან დაინერგება
2015/08/14 12:58:23

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის პროცესი მიმდინარეობს. ახალი სასწავლო გეგმის დანერგვა 2016-2017 სასწავლო წლიდან დაიწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა უკვე დაასრულა დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასების) საგნობრივი სტანდარტების გადამუშავება.

დღეს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაწყებითი საფეხურის განახლებული სტანდარტი წარმოადგინა.

დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების სტანდარტის რევიზიის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

• შეხვედრები დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებთან (როგორც ზოგადი დაწყებითის, ასევე საგნის მასწავლებელებთან);

• გაკვეთილზე ესგ-ს დანერგვის მონიტორინგი:

I. საკლასო პრაქტიკაზე დაკვირვება;

II. მოსწავლეთა შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი;

III. მასწავლებელთა მიერ შევსებული კითხვარების ანალიზი.

• სკოლების, მასწავლებელთა ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტებიგან მიღებული ეროვნული სასწავლო გეგმის შეფასებასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შენიშვნების ანალიზი;

• საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების ძირითადი ტენდენციების გამოსავლენად;

• საერთაშორისო კვლევის – TIMSS-ის შედეგების ანალიზი. სასწავლო გეგმისა და TIMSS-ის შინაარსობრივი და კოგნიტური სფეროების შესაბამისობის დადგენა.

• მოქმედი სახელმძღვანელოების ანალიზი.

გამოვლენილი პრობლებემის გადაჭრის მიზნით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

• ცალკე მიმართულებად გამოიყო „მეცნიერული კვლევა-ძიება“;

• შეიცვალა შინაარსის მიწოდების ფორმა: საკითხთა ჩამონათვალის ნაცვლად შინაარსი დაწერილია თხრობითი სახით და მოიცავს მოცემული შედეგის ფარგლებში მოსწავლის მიერ შესამეცნებელ ინფორმაციას;

• შემცირდა შედეგების რაოდენობა კლასების მიხედვით და შესაბამისად, ჯამური რაოდენობა საფეხურის ფარგლებში;

• მასწავლებლებისათვის დაემატა თითოეული შედეგის შესაბამისი სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები;

• მეტად გამოიკვეთა კავშირი მიმართულებებს შორის;

• დაიხვეწა და დაზუსტდა შედეგებისა და ინდიკატორების ფორმულირებები, შეძლებისდაგვარად გამარტივდა დოკუმენტის ენა;

• დაემატა ICT-ის გამოყენებაზე დაფუძნებული აქტივობების მოთხოვნა.

ახალი სტანდარტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარმომადგენლები.

 

 

წყარო: http://edu.aris.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია