დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროკურატურის სახელით თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ნანა გეწაძე დააკავეს
2015/08/13 11:23:06

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში პროკურატურა აქტიურად მუშაობს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზეც გამოვლენილნი ან ჯერ კიდევ გამოძიების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც პროკურატურის სახელით, თითქოსდა საქმეებზე საპროცესო გარიგებების დადების პირობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს თაღლითურად  სძალავენ დიდი ოდენობის თანხებს.  


ანალოგიურ ფაქტზე ქ.თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნანა გეწაძე დააკავეს.  


კერძოდ, მოქალაქე ნანა გეწაძე  ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას - ზვიად  გოგატიშვილს, გაეცნო როგორც მოქმედი პროკურორი და ეს უკანასკნელი  დაარწმუნა,  რომ როგორც თანამშრომელი, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. იგი გოგატიშვილს დაპირდა, რომ  5000 ლარის გადახდის შემთხვევაში, მის პატიმარ ძმას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მსუბუქ სასჯელზე. შედეგად ნანა გეწაძემ გოგატიშვილს გამოსძალა მითითებული თანხა და გადაცემის მომენტში იქნა დაკავებული. 


ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ბ“  ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს. 


მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურასთან ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხდება მხოლოდდამხოლოდ ოფიციალური  მიმოწერის გზით და ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი ოდნავ მაინც საეჭვოა რაიმე გარემოება, გთხოვთ აცნობოთ  საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურის ნებისმიერ დანაყოფს.  

 

წყარო: http://pog.gov.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია