დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შეხვედრა კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთან
2015/08/13 00:54:57

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე,,კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის“ (CIP) დირექტორს, ჟულიენ პარსა და,,მშრალ ზონებში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ (ICARDA) რეგიონალურ წარმომადგენელს, ჯოზეფ ტუროკს შეხვდნენ. 


შეხვედრის ძირითადი თემა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ,,კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს“ შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო. ორგანიზაცია CIP-ის საქმიანობის მთავარ სფეროს მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის დაძლევის მიზნით, სოფლის მეურნეობის სექტორში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, კონსულტაციების გაწევა  და მეკარტოფილეობის დარგის შესახებ ცოდნის გაღრმავება წარმოადგენს. 


მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ფორმატზე  იმსჯელეს და   ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოთქვეს. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებული იქნება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, მაღალპროდუქტიული სათესლე მასალის შემოტანის და სასწავლო-საკონსულტაციო პროგრამების ხელშეწყობა.


 

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმასოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითიცენტრისჯიღაურასსადემონსტრაციობაზა, ასევე სამეცნიერო ცენტრის წილკნის ბაზაზე  არსებული სადემონსტრაციო ნაკვეთები და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9709
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია