დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
იცეკვებს თუ არა „ერისიონი“ საჩხერის გამგებლის დაბადების დღეზე?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/08/12 15:54:35

სოციალურ ქსელში საჩხერის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, „ნაციონალური მოძრაობის“  და საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ზურაბ ცერცვაძის მიერ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა:

 

დღეს საკრებულოს სხდომაზე ვიყავი საჩხერეში, ორი დანიშვნის შესახებ მითხრა ჩუმად ერთმა ქოცმა: საკრებულოს თამჯდომარეს ცოლი ოფელ გორისაში ბაღის გამგედ, ხოლო გამგებელსერისიონის კონცერტი დაუნიშნავს კულტურის ცენტრში საკუთარ დაბადების დღეზე. ესაუბრე ახლა ამათ სამუშაო ადგილების დაკარგვასა და შეჩერებულ სოციალურ დახმარებებზე...“ (ციტირებულია).

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მალხაზ ბაზაძემ, ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლის დანიშვნაზე ჯერ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან თავად არ ნიშნავს ამ პოზიციაზე ადამიანებს და, რაც შეეხება „ერისიონის“ კონცერტს, ის დაგეგმილია 18 სექტემბერს თავად „ერისიონის“ მიერ.

 

 

მალხაზ ბაზაძემ ასევე აღნიშნა, რომ მართლაც 18 სექტემბერსაა დაბადებული, თუმცა დაბადების დღედ ოფიციალურად 28 სექტემბერია დაფიქსირებული. „ერისიონის“ კონცერტი კი მის დაბადების დღესთან არანაირ კავშირში არ არის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2680
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია