დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაყინში მავნე მიკროორგანიზმები აღმოჩნდა
2015/08/11 17:11:57
გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 3 აგვისტოს მშვიდობის გამზ. #18-ში მდებარე ინდმეწარმე გიორგი სრესელის კუთვნილ მაღაზიაში შეიძინეს სხვადასხვა მწარმოებლების ნაყინის ნიმუშები, კერძოდ: შპს „ბარამბოს“ ნაყინი „ბარამბო ვანილით“ (დამზადებულია მცხეთის რ-ნ სოფ. ნატახტარში), შპს „აისის“ „გურჯაანის“ ნაღების ნაყინი ვანილით (დამზადებულია ქ. გურჯაანში, ევდოშვილის ქ. #37), შპს სამტრედიის „მყინვარის“ ნაყინი „მყინვარი“ (დამზადებულია ქ. სამტრედიაში, თამარ მეფის ქ. #25).

ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილზე შეამოწმეს შეფუთვის ჰერმერტულობა და ეტიკეტი. ნიმუშების ჰერმერტულობა დაცული იყო, ხოლო ეტიკეტი ნორმას შეესაბამებოდა.  


ნიმუშები ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური შემოწმებისათვის. მიკრობიოლოგიური შემოწმების პასუხების მიხედვით,  „გურჯაანისა“ და  „მყინვარის“ ნაყინებში აღმოჩნდა კოლიფორმები. გარდა ამისა, „მყინვარის“ ნაყინში მომატებულია მიკრობთა საერთო რაოდენობა და ის ასევე დაბინძურებული აღმოჩნდა ლისტერია მონოციტოგენეზითა და სტაფილოკოკით.


აღმოჩენილმა ბაქტერიებმა შეიძლება ადამიანის სერიოზული მოწამვლა გამოიწვიოს[1]. ისინი საკვებში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდეს, დაწყებული დაბინძურებული ინგრედიენტებიდან, დამთავრებული საკვების მომზადების, შენახვისა და/ან დისტრიბუცია/რეალიზაციის დროს ჰიგიენის პირობების დაუცველობით. მართალია, ეს ბაქტერიები იოლად ნადგურდება საკვების თერმული დამუშავებისას (მოხარშვა, შეწვა), მაგრამ ნაყინში, რომელსაც თერმული დამუშავების გარეშე მიირთმევენ, მათი არსებობა ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.


დარღვევების შესახებ ეცნობება მწარმოებლებს, მაღაზიის მეპატრონესა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

 

წყარო: http://www.mkidveli.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია