დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ინტერპოლით ძებნილი ზაირა კ. დააკავეს
2015/08/11 09:33:14

 

შსს-მ ესპანეთის მოქალაქე, 1976 წელს დაბადებული ზაირა ბ. თბილისში დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ესპანეთის ინტერპოლის მიერ 21.07.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

 

ზაირა ბ. დამნაშავედ არის ცნობილი ესპანეთის სსკ-ის 248-ე, 250-ე, 570-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ფულის გათეთრებას, თაღლითობას და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობას ითვალისწინებს.

 

შსს-ს თანამშრომლებმა დაკავებული რუსთავის სასჯელაღსრულების ქალთა მეხუთე კოლონიაში შეასახლეს. ამჟამად მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

წყარო; http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია