დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყოფილი მინისტრი კარბელაშვილის დაკავების გამო, ივანიშვილს სოციალური ქსელით ეხმიანება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/08/10 15:06:38

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ, გიორგი კარბელაშვილის დაკავებას, ყოფილ პრემიერ, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს და სოციალური ქსელით მიმართავს.

 

“ბიძინა ბატონო! დედას გაფიცებ მითხარი, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდი! ამის გულისთვის რომ თქვენს სიმყუდროვეს ვერავინ დაარღვევდა, სხვებზე კარგად ვიცი! თუ ხელოვნურად და დაგეგმილად აკეთებ ამას, რომ მარტო ქოცები და ნაცები იყოთ ამ ქვეყანაში – ერთნი დამსჯელები, მეორენი – დასჯილები, თქვი შე კაცო პირდაპირ!

 

თუ არა და, მაშინ ამიხსენით რომელიმემ: კაციშვილს აღარ ახსოვდა დეპუტატი კარბელაშვილი, კარგია, ცუდია, გავეშვათ ერთ წამს, იყო კაცი სუფრაზე, თუნდაც გადაამეტა, ორი გრამი ტვინი ხო უნდა გეყოთ ვინმეს ხელისუფლებაში, რო ამ კადრებით საქართველოს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, აბანძებთ, ყველას სალაპარაკოს აძლევთ! რვა საათს ოპოზიციონერ დეპუტატს რო გამოკეტავ, ამით მარტო ქვეყანა რო ზარალდება, ამაზე არავინ არ ფიქრობთ? თუ შალიკიანი ოჯახიდან საცვლების ამარა რო გამოაჭენა თქვენმა “პაძელნიკმა” ოქრუაშვილმა, ეხლა თქვენ კარბელა უნდა არბენინოთ შარვლის ამარა? ეგაა თქვენი მასშტაბი ბატონო ბიძინა? მითხარი, რომ არაფერი არ იცოდი ბატონო ბიძინა!” – აცხადებს პეტრიაშვილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 10944
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია