დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნივთები, რომლებიც 2020 წელს აღარ იარსებებს
2015/08/09 15:57:08

მსოფლიოს ახალგაზრდა მეწარმეებით დაკომპლექტებული საბჭოს წევრები იმ ინდუსტრიებსა და ნივთებზე საუბრობენ, რომლებიც ხუთ წელიწადში, შესაძლოა, ადამიანისთვის ყოვლად უსარგებლო გახდეს. მათ შორის მოხვდა სახლის ტელეფონებიც. ახალგაზრდა მეწარმეების თქმით, კომუნიკაციის საშუალებად თანდათან უფრო ნაკლებად იყენებენ სახლის ტელეფონებს, ისინი თითქმის უკვე ჩაანაცვლა "სმარტფონებმა". 


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაქრობა ემუქრება მობილურ ტელეფონებსაც. მობილური ტელეფონების ფუნქცია შეითავსა პორტატულმა კომპიუტერებმა.



მეწარმეების პროგნოზით, 2020 წელს ქაღალდის ინდუსტრიაც ნელ-ნელა გაქრება. მისი გამოყენება საბოლოოდ არ შეწყდება, თუმცა, იგი საკმაოდ მოძველებული გამოყენებადი ნივთი გახდება, ვინაიდან ყველა მონაცემის და დოკუმენტის შენახვა ციფრულ ფორმატში მიმდინარეობს. გაქრობა ემუქრება საკაბელო ტელევიზიასაც, მას თანდათან ინტერნეტი ანაცვლებს, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი კი დღითიდღე მსოფლიოს უფრო მეტ ტერიტორიას ფარავს.



ახალგაზრდა მეწარმეები ვარაუდობენ, რომ მალე საფულეებიც აღარ იარსებებს. მოსახლეობა იმდენად სწრაფად გადადის ელექტრონულ ყიდვაზე, რომ მალე ძველი ტყავის საფულეები უსარგებლო ნივთად იქცევა. მეწარმეების პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში დაიკლებს კინოთეატრების ვიზიტორების რიცხვიც, ვინაიდან მაღალი ხარისხის ტელევიზორებისა და სახლის პატარა კინოთეატრების მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

 

 

წყარო: http://www.bpn.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია