ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, რუსეთ-საქართველოს ომის შვიდ წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიმართა.
ღონისძიება ირანის ისლამურ და პაკისტანის რესპუბლიკაში ელჩმა, იოსებ ჩახვაშვილმა გახსნა. მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, მის შედეგებსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დღეს არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ირანში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.