დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
8 აგვისტოს ომიში დაღუპულთა პატივგება ქუთაისში
2015/08/08 18:31:14

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირების სახელზე სანთლები დაანთეს.


მემორიალთან III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და ომში დაღუპულთა დედებიც მივიდნენ. ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ კი დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

„საუკუნეებია ქართველი ხალხი ტერიტორიული ინტერესებისთვის იბრძვის საკუთარი ქვეყნის დასაცავად. 2008 წლის აგვისტო სწორედ ეს მოვლენა იყო. ამ უთანასწორო ბრძოლაში უამრავი გმირი დაეცა ბრძოლის ველზე და სწორედ მათი ხსოვნის პატივის მისაგებად ჩამოვედით ქუთაისში“, აღნიშნა დავით ებრალიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3412
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია