დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემორანდუმი ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის
2015/08/08 16:19:23

ქართული ჯარის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. 


სამი უწყების მინისტრებმა თანამშრომლობის მზადყოფნა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით დაადასტურეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს მოაწერეს.


თავდაცვის მინისტრმა მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე განაცხადა, რომ თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმება 8 აგვისტოს სიმბოლურად დაინიშნა.

 

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში ახალგაზრდები არა მხოლოდ წინაპრების გმირების მაგალითებით იზრდებოდნენ, არამედ, მათი დროის, მათი თაობის გმირებით, მათი მშობლების თაობის გმირებით. ამიტომ მისასალმებელია ეს ინიციატივა, რომ საშუალო სკოლებში მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმავე აგვისტოს ომის გმირებს იცნობდნენ. ეს მნიშვნელოვანია მათი სახელების უკვდავსაყოფად და მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის, იმის გაცნობიერებისთვის, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მოთხოვნებს გვიწესებს 21-ე საუკუნე“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი სასკოლო კონკურსები, ქართულ საჯარისო დანაყოფებში კი საინფორმაციო-საგანმანათლებლო ექსკურსიები მოეწყობა. მემორანდუმის თანახმად, საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე განსაზღვრული არჩევითი საგნისთვის - „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“ საგანმანათლებლო რესურსები ერთობლივად მომზადდება.

 

თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროები ასევე ითანამშრომლებენ პროექტის - „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რომელიც IV-V კლასების მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის გაგზავნას ითვალისწინებს. კონკურს „თანამედროვე გმირების“ ფარგლებში კი VII-VIII კლასის მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების შესახებ ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ. წარმატებული ვიდეორეპორტაჟები სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე აიტვირთება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია