დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი რეგულაციები
როდის უნდა ეწეროს რძის პროდუქტს "მაწონისებრი" ან "არაჟნის მსგავსი?
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/08/08 15:21:46

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი აგვისტოდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა რძისა და რძის ნაწარმის შესახებ. „რძისა და რძის ნაწარმის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტისძალაში შესვლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით   329 ბიზნესოპერატორი შეამოწმა. ეტიკეტირების წესის დარღვევა 55 შემთხვევაში დაფიქსირდა.

 

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ამოქმედების პირველ დღეებში 201 ბიზნესოპერატორი შემოწმდა და ეტიკეტირების წესის დარღვევის 51 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ბოლო 3 დღის განმავლობაში  128 ბიზნესოპერატორიდან  მხოლოდ 4 -თან აღინიშნა შეუსაბამობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვეთრად იკლო დარღვევების რაოდებობამ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, როგორც მეწარმეების, ასევე რეალიზატორების მიერრძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტითგათვალისწინებული ეტიკეტირების ახალი წესის დანერგვა ოპერატიულად განხორციელდა, რაც მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

 

2015 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შევიდა  საქართველოს მთავრობის  დადგენილებარძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს რძისა და რძის ნაწარმის, რძის შემცველი პროდუქტის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას.


მთავრობის აღნიშნული რეგულაციის მიხედვით, სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, მშრალი რძე (რძის ფხვნილი), არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაქი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუკი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვაზე უნდა დაეწეროს რძის შემცველი პროდუქტი, მაგალითად: „კარაქისებრიანკარაქის მსგავსი“, „არაჟნისებრიანარაჟნის მსგავსი“. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ბიზნეოპერატორი დაჯარიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება.


 

რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენება სიტყვამსგავს“-თან ან/და ბოლოსართებრ“-თან ერთად, მაგალითდ: „რძისებრიანრძის მსგავსი“, „არაჟნისებრიანარაჟნის მსგავსი“ 2016 წლის პირველ აგვისტომდეა დასაშვები. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კი, რძის შემცვლელ პროდუქტზე რძის ნაწარმის აღმნიშვნელი ტერმინების (არაჟანი, კარაქი, რძე...) გამოყენება აიკრძალება.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8115
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია