საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს, არ დაუწერონ მოსწავლეებს ორიანი.
„მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, მე არ ვიცი, თქვენ შეასრულებთ თუ არა ამას, მაგრამ მე მინდა ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ, რომ არასდროს ორიანი არ დაუწეროთ მოწაფეს. იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია და უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ, რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ”,- მიმართა პატრიარქმა მასწავლებლებს. „ქართულმა არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში აზიარებენ.