დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას პასუხობს ქუთაისის მერია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს
2015/08/05 10:03:36

ქუთაისის მერია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს „კურიერში“ გასული სიუჟეტის საპასუხოდ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, მერიაში მიიჩნევვენ, რომ ქუთაისში ტრანსპორტის ტენდერების შეფასებისას ტელეკომპანიის მიერ მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. კანცხადებაში  ნათქვამია: 

 

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ ქუთაისში ჩატარებული სატრანსპორტო ხაზების კონკურსის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. გასაგებია, რომ ტელეკომპანია ნაწყენია ქალაქის თვითმმართველობაზე, რადგან ჩვენ ვთხოვეთ რუსთავი 2-ს გაეკეთებინა განმარტება თუ რატომ მოატყუა ქუთაისის მოსახლეობა და რატომ არ ჩაატარა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, ბალახვნის მოედანზე. ამის შესახებ დაპირება ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა 17 ივლისს 9 საათიან კურიერში გააკეთა.
კონკრეტულად რა სიცრუეს შეიცავდა ტრანსპორტის კონკურსის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია:
1. სიუჟეტის დასაწყისშივე დაშვებული იქნა სერიოზული შეცდომა, რომ თითქოს კომპანიამ გამარჯვების შემდეგ შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. განვმარტავთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დოკუმენტაციის დალუქულ კონვერტში მოთავსების გარეშე ნებართვის მაძიებელი აღარ დაიშვება შეფასებაზე. ამასთანავე გაჟღერდა სიცრუე თითქოს შპს "გადამზიდავმა" 6 ახალი ავტომობილი შეიძინა (სიუჟეტის ავტორის კომენტარი). შპს ,,გადამზიდავმა“ მხოლოდ 2 ახალი ავტომობილის მონაცემი წარმოადგინა. გთავაზობთ შპს "გადამზიდავის" მიერ კონკურსში წარმოდგენილი ავტომობილების ტექნიკურ მახასიათებლებს. (იხ. საბუთი)
2. წილების გადანაწილება - რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ გაკეთებული შეფასება, რომ წილების გადანაწილება გრძელდება არის ცილისწამება და ასევე ლოგიკას მოკლებული შეფასება, რადგან მათ მიერ გაშუქებულ სატრანსპორტო ხაზზე (#38)გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, ანუ გამარჯვებული არ გამოვლინდა. მეტი გამჭრიახობაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ წილების გადანაწილება გამარჯვებულთან არის შესაძლებელი. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში საფასურის სახით შემოსატანი თანხები (თუ ადრე კონკურსამდე ნებართვის მფლობელები ყოველთვიურად იხდიდნენ 8 905,0 ლარს, მერიის მიერ დამტკიცებული ახალი წესისა და კონკურსის შემდეგ, ბიუჯეტში ყოველთვიურად შესატანი თანხა გახდა 32 390,0 ლარი. შემოსავლები თითქმის გაოთხმაგდა, და მიზანი მერიის სწორედ რომ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებით, ტრანსპორტის სფეროში წლების მანძილზე ,,შავი“ გარიგებებით დალექილი თანხების კანონშესაბამისად მოქცევა წარმოადგენდა. ამიტომ ნამდვილად საყურადღებოა ვის ინტერესს წარმოადგენს დღეს ,,წილებზე „ საუბარი.
3. N50 სამაშუტო ხაზზე გამოცხადებულ კონკურსში შპს "გადამზიდავმა" კონკურენტთან წააგო - აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი. შპს "გადამზიდავი" კონკურსიდან მოიხსნა გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენის გამო. გთავაზობთ აღნიშნულ დოკუმენტს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ასლის დამოწმება არა ნოტარიუსის ან დოკუმენტის გამცემის მიერ, არამედ სხვა ორგანიზაციის მიერ მოხდა. ასევე გთავაზობთ აღნიშნულის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებას.(იხ.საბუთი )
4. მერიამ 14 დღიანი ვადა დაარღვია- აღნიშნულიც არის სიცრუე, რადგან კონკურსი ჩატარდა 22 ივლისს და კონკურსის დასრულებისთანავე შპს "გადამზიდავის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციაში კომისიამ შეიტანა ეჭვი, რასაც სჭირდებოდა გადამოწმება. მძღოლების მიერ შემოტანილი იქნა განცხადებები, რომ მათი ნების საწინაარმდეგოდ მოხდა მათი კუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შპს "გადამზიდავის" სახელით N38 სამარშუტო ხაზზე კონკურსში მონაწილეობისთვის, ამის გამო "გადამზიდავმა" ქულები არაკეთილსინდისიერად დააგროვა. გთავაზობთ მძღოლების მიერ საკონკურსო კომისიის სახელზე შემოტანილ განცხადებებს. გაუგებარია თუ რატომ არ უნდა გადაემოწმებინა საკონკურსო კომისიას აღნიშნული ინფორმაცია. 
5. 7 ივლისს გასვლითი შემოწმების დროს შპს "გადამზიდავის" წარმომადგენელი ესწრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ბაზის შემოწმების პროცესს. გაუგებარია თუ რა დროის დარღვევაზე საუბრობს შ.პ.ს. ,,გადამზიდავი“ და ამ შემთხვევაში რატომ მიიღო მონაწილეობა 7 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაში? ამ ინფორმაციაში დასარწმუნებლად გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერს(იხ. ვიდეო)
6. ავტომობილების შემოწმების დროს დაფიქსირდა ხარვეზები, კონკრეტულად ერთ-ერთ ავტომობილს საქარე მინა ქონდა დაზიანებული, მეორეს სავარძლებს შორის დაშორება ქონდა დარღვეული. ქუთაისში მოქმედი წესის მიხედვით აღნიშნული ითვლება დარღვევად და კომისიას შეეძლო მოეხსნა შეფასებიდან შპს "გადამზიდავი", მიუხედავად ამისა ხარვეზების აღმოსაფხვრელად მას 1 კვირიანი ვადა მიეცა. გაუგებარია, რომ შპს "გადამზიდავი" ამ შესაძლებლობის გამოყენების ნაცვლად ბრალდებებს უყენებს მერიას.
7. ავტომობილების შემოწმებასთან ერთად ხდება მძღოლების შემოწმება, რომელიც 7 ივლისს შპს "გადამზიდავმა" ვერ წარმოადგინა. ვიდეო ჩანაწერშიც ჩანს, რომ მანქანების უმეტესობას არაუფლებამოსილი პირი წარმოადგენს და მძღოლები კომისიას არ აჩვენეს. მიუხედავად ამ დარღვევისა კომისიამ შპს "გადამზიდავს" ერთ კვირიანი ვადა მისცა. ნახეთ კომისიის ოქმი.
8. ავტომობილების და მძღოლების შემოწმებასთან ერთად აუცილებელია ბაზის შემოწმება, სადაც მოხდება ავტომობილის და მძღოლის წინასარეისო შემოწმება. 7 ივლისს შპს "გადამზიდავის" მიერ მითითებული ბაზა ვერცერთ ნორმას ვერ აკმაყოფილებდა: არ იყო მოწყობილი სამედიცინო პუნქტი, წინასარეისო გამშვები პუნქტი; ავტომობილების სამრეცხაო. მიუხედავად ამისა კომისიამ შპს "გადამზიდავს" ერთკვირიანი ვადა მისცა.

ყოველივე ამის შემდეგ კომისია 14 ივლისს, ზუსტად ერთი კვირის შემდეგ მივიდა შპს "გადამზიდავის" მიერ მითითებულ ბაზაზე, სადაც არავინ არ დახვდა. გაუგებარია, როგორ უნდა მიიღო ბაზად ის ადგილი, სადაც არაფერი არ ხდება: არც გამშვები პუნქტია, არც სამედიცინო ოთახია შესაბამისად აღჭურვილი, არც მანქანების სამრეცხაოა. გთავაზობთ შესაბამის ვიდეო კადრებს 
საკონკურსო კომისიას სრული უფლება ქონდა ამ დარღვევების გამო მაშინვე შეეწყვიტა საქმიანი ურთიერთობა შ.პ.ს ,,გადამზიდავთან“ , თუმცა კომპანიას მაინც მიეცა უფლება ხარვეზების გამოსწორების , მათ ეს ვერ გამოიყენეს.
9.გაჟრერდა, რომ თითქოს ქუთაისში სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც 18 სამარშრუტო ხაზზე 15 ლოტად გამოცხადდა მ/წლის 29 მაისსა და შემდეგ 22 ივნისს, კონკურსში საბოლოო გამარჯვებულებად დაფიქსირდნენ ძველი კომპანიები, რომლებიც კონკურსამდე ახორციელებდნენ შიდა ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებს. აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს და თვალსაჩინოებისათვის გთავაზობთ კონკურსამდე არსებული გამზიდავებისა და კონკურსის შემდეგ ქულობრივი შეფასებით გამოვლენილ ნებართვის მაძიებელთა ნუსხას:
N 200 მარჯვენა N 200 მარცხენა სამარშრუტო ხაზებზე - კონკურსამდე : შპს „სპრინტერი +“ კონკურსის შემდეგ - შპს,, ნიუ ლაინი“.
N 100 და N3, და N 48სამარშრუტო ხაზებზე - კონკურსამდე : შპს „ავტოტრანსკორპორაცია“ კონკურსის შემდეგ-შპს „ნიუტრანსპორტი“ .
N50“ N 39სამარშრუტო ხაზებზე - კონკურსამდე : შპს „ავტოტრანსკორპორაცია“ და შპს „იმერტრანსი XXI “ კონკურსის შემდეგ - „შპს „მადლი “ .
N 9, N26, N 55, N18სამარშრუტო ხაზებზე - კონკურსამდე : შპს „იმერტრანსი XXI “ კონკურსის შემდეგ- შპს „ იმერტური XXI“ .
იგივე გადამზიდავია დაფიქსირებული შემდეგ ლოტებზე
N 6 და N 44სამარშრუტო ხაზებზე - შპს „ბარეული“.
N 5 და N 11 და N 37სამარშრუტო ხაზებზე -შპს. აბო ჯორჯია

10. მიმდინარე წლის 29 ივლისს ქალაქ ქუთაისის მერიას ჩაბარდა #3-2392 განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააღსრულებლო ფურცელთან ერთად, რომელიც შეეხება შპს,,გადამზიდავის“ მიერ აღძრულ დავას ქუთაისში სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში, ლოტი #5 #38 სამარშრუტო ხაზის კონკურსთან დაკავშირებით. ციტირება განჩინების დადგენილებითი ნაწილიდან: ,,ქალაქ ქუთაისის მერიას აეკრძალოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გაადყვანის ნებართვის მისაცემად M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების #38 მარშრუტზე კონკურსის ჩატარება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე“. მ/წლის 31 ივლისს მერიამ შეწყვიტა მის მიერ გამოცხადებული კონკურსი, შესაბამისად შედეგი ვერც დადგებოდა და ამ მხრივ სასამართლოს დადგენილება აღასრულა. თუმცა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მერია მოითხოვს შეჩერებული კონკურსის სანაცვლოდ შესაბამისს საგარანტიო უზრუნველყოფას.

ქალაქის მერია და საკონკურსო კომისია აცხადებს, რომ არავის მისცემს გამჭვირვალე პროცესის დისკრედიტაციის უფლებას, არც რუსთავი 2-ს და არც სხვა არაკეთილსინდისიერ კომპანიას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია