დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტუდენტთა მობილობა დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/08/03 23:37:20

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის პროცესი დაიწყო!


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს წელიწადში ორჯერ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მობილობით და გადავიდნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამისათვის, სტუდენტი ონლაინ რეჟიმში უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე - www.students.eqe.ge.


ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა განაცხადების რეგისტრაცია  დაიწყება  3 აგვისტოს 11:00 საათზე  და  გაგრძელდება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე.


ამ ვადის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია პრორიტეტების მიხედვით ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიოს. მობილობის კონკურსში გამარჯვება დამოკიდებულია სტუდენტის მიერ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგროვებულ სკალირებულ ქულაზე. 


მობილობაში მონაწილე პირები რეგისტრაციის დაწყებიდან შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით ეტაპობრივად მიიღებენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს მობულურ ტელეფონებზე და ასევე ელ.ფოსტაზე.  იმუშავებს მობილობის ცხელი ხაზი და ცენტრის ოპერატორები სტუდენტებს დახმარებას გაუწევენ. ტელ.: (+99532) 2 200 220 (შიდა  3522 და 3523). ასევე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა  კითხვები გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე: mobility@eqe.ge.


მობილობის საფასური 40 ლარია.  სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტები გადასახადისაგან თავისუფლდებიან. მობილობის საფასურის გადახდა შესაძლებელიასაქართველოს ბანკისნებისმიერ ფილიალში ან სწრაფი გადახდის აპარატებისა და ინტერნეტის მეშვეობით.


მობილობაში მონაწილეობას იღებს  63  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. სულ გამოცხადებულია 13797 ვაკანტურიადგილი.


დაწესებულებებირომლებიც 2015-2016 წლის შემოდგომის  სემესტრის მობილობაში  არ მონაწილეობენ:

1. პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;

2. უსფ - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი - სასწავლო უნივერსიტეტი;

3. სასწავლო უნივერსიტეტიბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმი";

4. სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;

5. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;


ასევე, სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობაში არ მონაწილეობს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ექვსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება


მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 24 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. შედეგების გამოცხადებისთანავე სტუდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მიმღებ საგანმანათლებლო დაწესებულებას.


ცენტრი მობილობით დაინტერესებულ პირებს ამჯერადაც სთავაზობს ღია კარის დღეებს 4 აგვისტოს 11:00 საათზე და 18 აგვისტოს 11:00 საათზესტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ,  შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს  და მობილობასთანდაკავშირებულ საკითხებზე მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაციამონაწილეებს დაურიგდებათ საინფორმაციობუკლეტები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია