დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზოგად უნარებში მაქსიმალური ქულა თამარ გელდიაშვილმა მიიღო სოფელ აწყურიდან
2015/07/30 13:54:05

ახმეტის რაიონის სოფელ აწყურში მცხოვრები აბიტურიენტს თამარ გელდიაშვილს,  რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში,  მაქსიმალური 80-დან 78 ქულა მოაგროვა,  საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ სიურპრიზი მოუწყო და GEM fest-ზე დასასწრები ვიზა საჩუქრად გადასცა. 

 

„საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის მიერ ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გადმოგზავნილი მონაცემების თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ზოგად უნარებში მიღებული ყველაზე მაღალი, 78 ქულა, დააფიქსირა თამარ გელდიაშვილმა. რომელმაც დაამთავრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. აწყურის საჯარო სკოლა და სურს სწავლა გააგრძელოს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაზე.

 

საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის სახელით ვულოცავ თამარს გამარჯვებას და ვუსურვებ, რა თქმა უნდა,  სტუდენტობას!“ - განაცხადა საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგის პრეზიდენტმა ნოდარ თათვიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ კონკურსი ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების პასუხების გამოქვეყნების შემდეგ გამოაცხადა და ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტისთვის, რომელსაც 18 წელი უკვე შეუსრულდა, საჩუქარი - GEM fest-ზე დასასწრები ვიზა დააანონსა.

 

წყარო: http://sazogadoeba.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია