დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასჯელაღსრულების სამინისტრო: ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით დაისაჯა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/07/27 17:37:02

მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც  შეწყალების პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხს უცვლელად გთავაზობთ:



„კონკრეტულად მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძესთან დაკავშირებით, სამინისტროს პრეზიდენტისთვის ან შეწყალების კომისიისთვის რაიმე სახის რეკომენდაციით არ მიუმართავს. 

მიმდინარე წლის 11 მაისს, №2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ შეწყალების კომისიას, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, მსჯავრდებულ ლევან ბობოხიძის დახასიათება გადაუგზავნა, რომელიც მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებულ მონაცემებს სტანდარტულად ასახავს, მათ შორის ინფორმაციას დაწესებულებაში მისი დასჯისა და წახალისების თაობაზე. 


საყურადღებოა, რომ შეწყალების კომისიამ საკითხი განიხილა და გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში, ინფორმაციის გადაცემიდან 2 თვის შემდეგ მიიღო. 


შეწყალების კომისიას საკითხის განხილვის მომენტისთვის დამატებითი ან განახლებული ინფორმაცია არ გამოუთხოვია.


ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული ლევან ბობოხიძე რეჟიმის დარღვევისთვის სამარტოო საკანში მოთავსებით დაისაჯა.


უწყების ინფორმაციით, უკანასკნელი ფაქტის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს, როდესაც მან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებას ნაჩქარევი უწოდა, სწორედ საკითხის არასრულყოფილ შესწავლას გულისხმობდა.


სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეწყალების კომისიის მოთხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მას მსჯავრდებულის დახასიათება გადაუგზავნოს, რომელიც მხოლოდ მსჯავრდებულის შესახებ არსებულ ფაქტობრივ ინფორმაციას ასახავს და შეფასებით ნაწილს არ შეიცავს, რომელშიც გამოხატული იქნება პენიტენციური დაწესებულების ან სამინისტროს პოზიცია, რეკომენდაცია ან ამა თუ იმ მსჯავრდებულის შეწყალების ან შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ რაიმე სხვა ფორმით მინიშნება. 


მსჯავრდებულის შეფასებასა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციის მიცემას მხოლოდ შეწყალების კომისია ახორციელებს და პრეზიდენტის ყველა დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის შეფასებითი პოზიციის შედეგია. 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და პენიტენციური დაწესებულებები შეწყალების პროცესში მხოლოდ ტექნიკური უზრუნველყოფის ფარგლებში მონაწილეობენ“ - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობიხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე და მასთან ერთად დაკავებული ხონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია შეიწყალა. ბობოხიძეს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 თვე გაატარა.


ბობოხიძესა და ჯიბუხაიას ბრალად სახელმწიფო ქონების გაფლანგვა ედებოდათ. 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია