დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სილამაზის კონკურსი ჭიათურაში
2015/07/24 16:51:00

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, 16 ივლისს, ჭიათურაში სილამაზის კონკურსი კვლავ ჩატარდა. ადგილობრივი ბიზნესისა და თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარებულ ღონისძიებას სოციალურ ქსელებსა და ჭიათურაში ბევრი კრიტიკით შეხვდა, ზოგი – მოწონებით.

შერჩეული გოგონები, რომლებიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ინტენსიურ არტწვრთნას გადიოდნენ, ფართო საზოგადოების წინაშე ჭიათურის დრამატული თეატრის სცენაზე მოწყობილ პოდიუმზე კოქტეილის და  საღამოს კაბებით წარსდგნენ, ნაჩვენები იყო ასევე საცურაო კოსტიუმების დეფილეც.

 

ღონისძიება მიჰყავდა ზაზა ალექსიძესა და ცირა სუქნიძეს, „მის ჭიათურისათვის“ სპეციალურად მოწვეული ჰყავდათ მომღერალი ანრი ჯოხაძე.

 

კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილებით მის ჭიათურა 2015-ის ტიტული მიენიჭა მირა გვიმრაძეს, ვიცე მის ჭიათურისა _ მარი ლაშხს, პირველი, მეორე და მესამე ადგილები წილად ხვდათ ნინი ხვედელიძეს, სალომე ნეფარიძესა და ანა მოდებაძეს, მის ბიკინი თეა გოგსაძე გახდა, მაყურებლის რჩეული _ ეთო აფხაზავა, მის ელეგანტურობა _ მარიამ ასანიძე, მის ფოტოგენურობა _ ნინო ბურჯანაძე, ხოლო მის გრაცია _ ელენე ხვედელიძე.

 

კონკურსი გალა ვახშმით დასრულდა, რომელიც, ფაქტობრივად, კონკურსის მხატვრულ გაგრძელებად იქცა.

 

კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მაია მოდებაძის, თქმით, მომდევნო წლისათვის გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობენ იმ ხარვეზების აღმოფხვრას, რომელიც „მის ჭიათურა 2015წელს“  შეიმჩნეოდა.

 

კონკურსის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა ფულადი და ფასიანი საჩუქრებით.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კრიტიკული და შეურაცხმყოფელი კომენტარების საპასუხოდ ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კონკურსი არ ყოფილა უხარვეზო, მაგრამ ღონისძიება არ ყოფილა მიკერძოებული, ხოლო ყველა კორექტულ შენიშვნას სამომავლოდ გაითვალისწინებენ.

 

„მის ჭიათურა 2015“-ის 5 მონაწილე „მის იმერეთის“ შესარჩევ კონკურსზე მიიღებს მონაწილეობას და, იმედოვნებენ, რომ „მის იმერეთის“ რამდენიმე საპრიზო ადგილის მფლობელიც გახდებიან ჭიათურელი გოგონები.

 

 

ელისო ხოჯანაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია