დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რადიო "ჰერეთმა" თბილისში მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო
2015/07/19 15:52:39

ხანგრძლივი სასამართლო დავის შემდეგ.  რეგიონულმა რადიო  „ჰერეთმა“(კახეთი, აღმოსავლეთ საქართველო)  მოიპოვა კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზია  თბილისში, სადაც  ორ ათეულზე მეტი რადიოსადგური მაუწყებლობს.


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 16 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება აღასრულა და 2013 წლის 21 ივნისს გადაწყვეტილებით  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად „ჰერეთი“გამოავლინა.



რადიოსადგურს თბილისელი  აუდიტორია  FM 93.5-ზე მოუსმენს.

 

„ჰერეთი“ მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას: ახალი ამბები;  საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა; ანალიტიკური პროგრამა;  საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა; ახალგაზრდული პროგრამა; საბავშვო პროგრამა;  მუსიკალურ-გასართობი პროგრამა და სპორტული პროგრამა.
თბილისში.

 

2013 წლის ივნისში დაწყებულ  კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებ კონკურსში, თავდაპირველად, შპს „ენერჯი გრუპი“ გამოცხადდა, თუმცა 2014 წლის 15 იანვარს კომისიამ ეს გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა, რადგან აღმოჩნდა, რომ  კახა ბაინდურაშვილი,  „ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელი და დირექტორი, იმავდროულად,  ადმინისტრაციული ორგანოს,  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც იყო. ეს ინფორმაცია, როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს კონკურსის ჩატარების მომენტისთვის უცნობი იყო.  კომისიის განმარტებით,  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.

 

აღნიშნულ საკითხზე, სასამართლო დავები მიმდინარეობდა როგორც „ჰერეთსა“ და კომისიას შორის, ისე  „ენერჯი გრუპსა“ და კომისიას შორის. 2015 წლის 12 ივნისს სასამართლომ მიიღო განჩინება სასამართლო განხილვების შეწყვეტის თობაზე, რომლითაც, ამავე დროს, კომისიას დაევალა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 2013 წლის 21 ივნისს გადაწყვეტილებით კერძო საერთო  რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახლა შესწავლა, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღასრულა და თბილისის სამაუწყებლო ზონაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ გამოავლინა.

 

წყარო:http://www.media.ge/ge/portal/news/303697/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3895
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია