დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საოკუპაციო ზოლის მახლობლად, საკუთარ ბაღში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
2015/07/18 15:59:49

საოკუპაციო ზოლთან ახლოს, საკუთარ ბაღში ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამ ინფორმაციას შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე უდასტურებს.

როგორც ენუქიძემ აღნიშნა, დაკავებული პიროვნება, სავარუდოდ, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.

 

„სოფელ  კნოლევიდან (სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში. ავტ) უკანონოდ იქნა დაკავებული ადგილობრივი მკვიდრი, გვარად, თორთლაძე, რომელიც თავის შვილთან ერთად ბაღში მუშაობდა. ამჟამად ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკება და დაზუსტება, თუ სად იმყოფება აღნიშნული პიროვნება.

 

ორშაბათს, თავისთავად, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რომ დაინიშნა  „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის  რიგგარეშე შეხვედრა, დადგება ამ პიროვნების გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა შსს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ წინა შაბათ-კვირას რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ახალი ბანერები დაამონტაჟეს გორის რაიონის სოფლებთან - ხურვალეთთან, წითელუბანთან და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანთან.

 

წყარო:http://www.ipress.ge/new/9941-okupantebis-mier-saqartvelos-moqalaqis-gatacebas-shss-adasturebs

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11256
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია