დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჩხერეში გზას აგებენ
2015/07/16 15:26:43

ქალაქ საჩხერეში ამ ეტაპზე შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში იაშვილის ქუჩის ასფალტო–ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდება, რომელზეც რეგიონული განვითარების ფონდიდან 657 777 ლარი არის გამოყოფილი.

 

საჩხერეში, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მგზავრთა მოსაცდელების დამონტაჟების პროცესიც მიმდინარეობს. ქალაქის ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე 10 მოსაცდელი დაიდგმება. აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 000 ლარი დაიხარჯება.

 

სოფელ სხვიტორში კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს და სასმელი წყლით 40 ოჯახს უზრუნველყოფს. სოფელში წყალი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ერთ–ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ
პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ საჩხერის მუნიციპალიტეტში
მიმდინარე ამ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.

 

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2968
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია