დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"21 წლის გოგო გააუპატიურეს და შემდეგ მოკლეს...რუსიკო ენითაუღწერლად ნაწამები იპოვეს"
2015/07/16 11:25:17

ჟურნალისტი ნათია კობერიძე სოციალურ ქსელში 1980 წელს რუსთავში მომხდარი საზარელი მკვლელობის ისტორიას იხსნებს.



„დაახლ. 1980 წელს რუსთავში 21 წლის რუსიკო გრძელიშვილი გააუპატიურეს და მოკლეს მაშინდელი ქალაქის ''ელიტის'' შვილებმა. ამ ადამიანების სახელები მთელმა ქალაქმა იცოდა. მაშინაც ჭორაობდნენ ობოლი რუსიკოს სითამამეზე, რომელმაც გაბედა და ჯინსებში ჩაცმული, მარტო აღმოჩნდა უცხო ბიჭებთან. დედაჩემი თავგამოდებით იცავდა იმ რუსიკოს. ეს ამბავი ჩემი ბავშვობის კოშმარად იქცა, რადგან დიდხანს მეშინოდა, ისე ღრმად განიცდიდა დედაჩემი.



რუსიკოს გვამი, ენითაუწერლად ნაწამები, სანაგვეზე იპოვა მეეზოვემ.



ის ნაძირლები სასამრთლოს წინაშეც კი არ წარსდგნენ. ერთ-ერთის დედა ქალაქის მესამე მდივანი და ცნობილი პედიატრი იყო. მტკიცებულებები გააყალბეს და ათასი სისაძაგლე ჩაიდინეს. ძალიან დიდი ხმაური მოყვა, რამდენჯერმე დაიწერა დიდი წერილი გაზეთში, მაგრამ, იმდენად გავლენიანი ხალხი იყო, რომ დაძლიეს“, - აღნიშნულ ისტორიას ჟურნალისტი "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტს ქეთი დევდარიანს უზიარებს.



ნათია კობერიძის მხრიდან ამ ისტორიის გახსენების მიზეზი შაბათ-კვირას გასული ჩცდ-ს სერიებია, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა. დუდუს შვილის მიერ გაუპატიურებულ გოგონას, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო, საზოგადოების თანაგრძნობა გამოიწვია. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს ქართული რეალობაა და "მაგარი მამიკოს შვილები" მსგავსი დანაშაულისთვის არ ისჯებიან.



წყარო: newposts.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3002
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია