დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2016 წლიდან მთაში პენსიონერების პენსია 20%-ით გაიზრდება
2015/07/15 21:49:53

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტს კენჭი უყარეს.

კანონპროექტის თანახმად მთის მოსახლეობა გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებს. მათ შორის იქნება პენსიონერებისთვის პენსიის 20%-ით გაზრდა, ასევე დანამატები მოსახლეობისთვის.

იგეგმება საშემოსავლო გადასახადისგან მოსახლეობის გათავისუფლებაც.

საერთო ჯამში ამ მიზნით მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით 60 მილიონი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი.

 

პარლამენტის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ"  კანონის მიღებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  მთიანი რეგიონების მოსახლეობას ძალიან უჭირს და 2016 წლის იანვრიდან ამ კანონის ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

"ბედნიერი ვარ, რომ ამ ხელისუფლების დროს მივიღეთ ეს კანონი,  სრულყოფილი პაკეტი, რომელიც იქნება მთის გადარჩენის ერთ-ერთი საფუძველი. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 2/3-,  მთიან რეგიონებს ძალიან უჭირს. სოფლები დაცლილია, ბევრი სახლი ურდულდადებულია, მოსახლეობა გადმომისამართებულია ქალაქში, მძლავრია შიდა მიგრაცია და დემოგრაფიული ანექსიის საფრთხეა. თუ არ ჩავსახლდებით ჩვენ, ჩასახლდებიან სხვები", - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ

პარლამენტის წევრმა პრემიერს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კანონპროექტის ინიცატორებს და მთის კანონი 2017 წლის ნაცვლად 2016 წელს ამოქმედდება.  

"იმ ფონზე როდესაც შობადობა დაბალია, განსაკუთრებით მთაში, ყოველი ახლადადბადებული პირველი და მეორე, მიიღებს 100-ლარიან დახმარებას 1 წლის განმავლობაში, ხოლო მესამე და შემდგომი ბავშვი 200-ლარიან დახმარებას 2 წლის განმავლობაში. სახელფასო დანამატს მიიღებენ პედაგოგები, მასწავლებლებზე იქნება დანამატები, პენსიონრები კი მიიღებენ 20%-იან დანამატს. იმედი მაქვს ამ ქმედებებით, საქართველოს მთას გადავარჩენთ, რაც არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასი", - განაცხადა ხუნდაძემ.

 

 

 

წყარო: სხვადასხვა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია