დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოასახლებენ თუ არა იპოთეკით დაზარალებულებს საკუთარი სახლებიდან?
2015/07/14 13:37:05

ივლისის დასაწყისში იპოთეკით დაზარალებულები ისევ გააქტიურდნენ და  ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ, მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს .დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა მთავრობის წარმომადგენლებთა შეხვედრა და ვითარების გაცნობა იყო, თუმცა დეპუტატებმა პლენარული სხდომის გამო  აქციის მონაწილეებთან შეხვედრა  ვერ შეძლეს.

 

 ჩვენ  გავესაუბრეთ აქციის ერთ–ერთ მონაწილეს , რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა

რა არის თქვენი აქ მოსვლის მიზეზი?

- პენსიონერი ვარ და უმუშევარი შვილი მყავს, პენსია არ მყოფნის იმაში რომ ოჯახიც ვარჩინო და გაზრდილი პროცენტიც გადავიხადო. დღეს იმიტომ მოვედი აქ , რომ ვთხოვ მთავრობას, ან პენსიები მოგვიმატონ ან სამუშაო ადგილები შექმნან, რომ პროცენტები გადავიხადოთ და ღია ცის ქვეშ არ დავრჩეთ.

- როგორ რეაგირებს ახდენს მთავრობა ამ ყველაფერზე?

- წინა შეხვედრაზე გვითხრეს,  რომ დაგვეხმარებოდანენ, მაგრამ  შედეგს ვერ ვხედავთ. დღეს დეპუტატებმა ჩვენთან საუბარიც არ ისურვეს.

- რა შედეგს ელოდებით ამ აქციიდან? აპირებთ თუ არა მსგავს შეკრებებს მომავალშიც?

- იქნებ ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს და არ გამოგვასახლონ სახლებიდან, ბანკები არანაირ შეღავათებს არ გვიკეთებენ და ხომ შეიძლება მთავრობამ მაინც შეგვიწყოს ხელი?!

 

მოგვიანებით მთავრობის წარმომადგენლებმა  გააკეთეს განცხადება ,რომ ბანკებთან  ამ დრომდე მიმინარეობს შეთანხმება იპოთეკის შეღავათის პირობებთან დაკავშირებით,თუმცა საბოლოო პასუხი კითხვაზე, გამოასახლებენ თუ არა ათეულობით ადამიანს საკუთარი სახლიდან, ჯერ კიდევ გარკვეველია.

 

ნუცა ჩხობაძე

ლანა ტორაძე

 

P.S.-ის მედია სკოლის მონაწილეები

 

სკოლა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობის’’ ფარგლებში 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია