დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია სკოლის დღიურები
2015/07/13 22:27:17

ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით   პროგრამის სამიზნე სკოლის მოსწავლეებმა   ერთკვირიანი მედია სტაჟირება  დამოუკიდებელ გაზეთ  ..P.S''–ის მედია სკოლაში    გაიარეს.  სტაჟირებაში საერთო ჯამში 24 მოსწავლე მონაწილეობდა.


პირველ დღეს სტაჟირების მონაწილეებმა გაზეთ ,,P.S.’’-ის რედაქცია დაათვალიერეს. ჩაუტარდათ მინი ლექცია, მედიის დანიშნულებისა და ფუნქციის შესახებ.  გადანაწილდნენ ჯგუფებად, თითეულმა ჯგუფმა თავისი რედაქტორი აირჩია, მიიღეს სარედაქციო დავალებები.


სტაჟრების მონაწილე მოსწავლეები სტაჟირების მეორე დღეს  რადიო ,,ძველი ქალაქის'' საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ფანცხავას და ტელეკომპანია ,,GDS''-ის, გადაცემა ,,2030'' კორესპონდენტს იმერეთის მხარეში თორნიკე ხურციძეს შეხვდნენ. 


ჟურნალისტებმა მოსწავლეებს მედიის ძირითად საკითხებსა და პრონციპებზე ესაუბრესუპასუხეს სტაჟირების მონაწილეთა შეკითხვებს.


იმავე დღეს გაზეთ ,,P.S.''-ის მედია სკოლის მონაწილეებისასწავლო ვიზიტით ტელეკომპანია ,,მეგა TV''- ში იმყოფებოდნენ. სადაც გაეცვნენ ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას, დაათვალიერეს სტუდიები, შეხვდნენ ,,მეგა TV''-ის ჟურნალისტებს, რომელბმაც მოსწავლეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.


მესამე დღე  სოციალურ მედიას დაეთმო. პროგრამის სოციალური მედიის კოორდინატორმა მარიამ ქველიაშვილმა  ვიდეო ადვოკატირების ტრენინგი ჩატარა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, ვიდეო ადვოკატირებისა და ზოგადად, სოციალური მედიის მნიშვნელობის შესახებ. პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით ისწავლეს, ვიდეო გადაღება და მონტაჟი. გადაიღეს სიუჟეტები.


მომდევნო დღე დებატების ხელოვნებას დაეთმო, პროცესს  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის პროგრამების დირექტორი ნათია ნამიჭეიშვილი უძღვებოდა. 


მონაწილეები გაეცვნენ დებატების წესებს. პრაქტიკულად გაიმარეს კომუნიკაციისა და არგუმენტირებული მსჯელობის საკითხები.


პარალელურად, სტაჟირების მონაწილეები ამზადებდნენ სტატიებს, იღებნდენ ინტერვიუებს პარლამენტარებიდან, საჯარო მოხელეებიდან, ცნობილი ხელოვანებიდან, სპორტსმენებიდან. აღნიშნული სტატიები განთავსდა გაზეთ P.S.-ის ინტერნეტპოტალზე WWW.PSNEWS.GE .


ნუცა ჩხობაძე, ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე: ,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეს სტაჟირება, ბევრი რამ ვისწავლე, ნამდვილ  ჟურნალისტად ვიგრძენი თავი,  საოცარი გრძნობაა, როცა სტატიაზე მუშაობ, ფიქრობ, როგორ რა დაწერო. ‘’

 

ტაჟირების ბოლო დღეს მონაწილეებს გაზეთის ,,P.S.’’  მთავარი რედაქტორი ნატო გუბელაძე შეხვდა. რომელიც მოსწავლეებს მედიის მნიშვნელობაზე, მედია სტანდარტებსა და ეთიკაზე ესაუბრა. 


,,მიხარია, რომ ამ ბავშვებმა ჩვენს გაზეთში გაიარეს პირველი სტაჟირება, პირველი სტატიები უკვე დაიდო ჩვენს ვებ გვერდზე, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ‘’ – ნატო გუბელაძე, გაზეთ ,,P.S.-ის რედაქტორი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია