დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისელმა მონაწილეებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს
2015/07/13 12:37:28

ბათუმში გამართული სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე  ქუთაისელმა მონაწილეებმა 5 ოქროს  მედალი მოიპოვეს.


ევროპულ და ლათინო-ამერიკული ცეკვებში  შეჯიბრება  ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა.  უფროსი ასაკის სოლო შემსრულებლებს შორის წარმატება მოიპოვა ქუთაისელმა ბარბარე სვანაძემ.  ხოლო  პატარებში - გვანცა ჯანელიძემ და მარი  ბრეგაძემ. 

წყვილს შორის უფროსი ასაკის კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს - ინა უგლავამ და გიორგი მუშკუდიანმა,   პატარებს შორის კი - ლუკა შალამბერიძემ და ანი გულოიანმა.

საერთაშორისო ტურნირში მსოფლიოს 16 ქვეყნის 1200-მდე უძლიერესმა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.

 
გამარჯვებულები სტუდია "ელიტას" მოცეკვავეები არიან. სტუდიას ანა და ხათუნა ბუხაიძეები ხელმძღვანელობენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია