დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბევრი წყალი, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და სწორი ძილი
2015/07/08 15:23:24

დღესდღეობით საქართველოში ვარჯიში  ბევრს დიდად არ ხიბლავს,  არადა ადამიანის ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს.

 საბედნიეროდ, არსებობენ მისაბაძი ადამიანები,  ვისთვისაც  ვარჯიში ყველაზე მნიშვნელოვანია და კარგ  მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს.

ერთ-ერთი ასეთი  ქართველი  ბოდიბილდერი  ოთო გვარაძეა.  ვნახოთ, რას გვიყვება ის თავის შესახებ.

 

- რა ასაკიდან და რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობ?

 - 13 წლიდან, 12 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი,  ბოლო 4 წელია, ფიტნესით ვარ დაკავებული.

 - რა იყო  და დღემდე არის თქვენი მოტივაცია და მთავარი მიზანი?

 - ზოგადად, წარმატებისკენ სწრაფვა.   

 - მოკლედ გვიამბეთ  თქვენი დღის განრიგის შესახებ...   

- დილით 9-დან 12-მდე ფიტნესში ვარ და ვვარჯიშობ. შემდეგ სამსახური. შემდეგ ისევ პერსონალური ვარჯიშები.

 - რას ურჩევდით დამწყებ მოვარჯიშეებს და მათ, ვინც საერთოდ არ ვარჯიშობს?

 - ჯერ გადაწყვიტონ,  რა უნდათ და რისი მიღწევა, შემდეგ მიიღონ საკმარისი განათლება და შეუდგნენ საქმეს, სწორად დასახული მიზანი ძალიან მნიშვნელოვანია.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ვარჯიშის  შემდეგ

 - რადიკალურად უკეთესობისკენ, მაგალითად, ვიზუალური სხვაობა, წარმატება, ცნობადობა, კარგი სამსახური, ყველაფერი ამის დამსახურებაა.

 - რა წარმატება მოგიტანათ ვარჯიშმა და თქვენი სამომავლო მიზნები რა არის?.

 - ნატურალურ  ბოდიბილდინგში  მსოფლიოს  ჩემპიონატზე  დავიკავე მეორე ადგილი, რაც საკმაოდ დიდი წარმატებაა, მომავალში უფრო მეტს ველოდები.

 საერთოდ,  რამდენიმე მთავარი პირობა, რომ ვიყოთ ჯამრთელები, ძლიერები და ლამაზები  -ბევრი წყალი, ვარჯიში, ჯანსაღი საკვები და სწორი ძილი.

 

ნათია ჩუბინიძე,

ირაკლი ნიკოლაძე

P.S.-ის მედიასკოლის მონაწილეები

 

სკოლა ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22489
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია