დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„საქართველოს მოხალისეს“ დღიურები
2015/07/08 15:14:20

პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოხალისეებმა, ბაზალეთის მაჟორიტარ დეპუტატის,  ვარლამ ჭიპაშვილის თანადგომითა და აქტიური მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქციას გაუკეთეს ორგანიზება.  აქციის ფარგლებში  შეგროვდა ტანისამოსი და საკვები პროდუქტები, რომელიც  სოფელ წიფში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან პაატა შველიძის ოჯახს გადაეცა.

 

****

პროგრამის საქართველოს მოხალისე ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის მოხალისეები ომის ვეტერან მარტოხელა, 94 წლის ქალბატონს, თამარ სამხარაძეს ესტუმრნენ. მოხალისეებმა ქალბატონს ტკბილეული მიართვეს, საოჯახო საქმეების მოწესრიგებაში დაეხმარნენ და მარტოობის ერთი დღე შეუმსუბუქეს.

 

****

პროგრამის საქართველოს მოხალის“ ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მოხალისემ კობა ნოზაძემ სამტრედიელი ახალგაზრდებისათვის ღია ცის ქვეშ ტრენინგი ჩაატარა თემაზე აქტიური კომუნიკაცია.

 

***

პროგრამის საქართველოს მოხალისე“ ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოხალისეებმა მარიამ კუბლაშვილმა და გიორგი ლომთაძემ საფეხბურთო გუნდის ოკრიბა" მთავარ წვრთნელთან ვალერი ლომთაძესთან ითანამშრომლეს და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით საბავშვო საფეხბურთო გუნდებს შორის შეჯიბრი მოაწყვეს.
ერთმანეთს. 
სოფელ მაღაროსა და სოფელ კურსების გუნდები შეეჯიბრნენ. 
შეხვედრის დასასრულს მოხალისეები პატარა ფეხბურთელებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.


***

პროგრამის „საქართველოს მოხალესე“ ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალისა“ და ქუთაისის მოხალისეების თანამშრომლობით სათაფლიის მღვიმის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა.

„კრისტალის“ დაფინასნებით მოხალისეებმა აქციისათვის საჭირო ატრიბუტები: ხელთათმანები, ცელოფნები შეიძინეს, ასევე „კრისტალის“ დაფინანსებით მოხდა მოხალისეთა ტრანსპორტირება.

დასუფთავების აქციაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურიც ჩაერთო, რომელმაც შეგროვილი ნარჩენები ნაგავსაყარზე გადაიტანა.

აქციის ორგანიზებაში დიდი წვლილი ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმაც შეიტანა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამსახური ყოველთვის გვერდში უდგას პროგრამის „საქართველოს მოხალისე“ მონაწილეებს და ყველა მათ ინიციატივას უჭერს მხარს.

 

აქციის შემდეგ მოხალისეებმა იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს კეთილი ნების მეშვეობით სათაფლიის მღვიმე უფასოდ დაათვალიერეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2869
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია