დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პაციენტი C ჰეპატიტით: მკურნალობიდან ერთი თვის თავზე ვირუსი ანულირებულია
2015/07/05 11:01:06

საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, უკვე 950 ადამიანს უტარდება მკურნალობა. 1400 პაციენტს გავლილი აქვს საჭირო სრული კურსი დიაგნოსტიკაში ჩასართავად, სადაც ეტაპობრივად ჩაერთვებიან.


როგორ მიმდინარეობს C ჰეპატიტის მკურნალობა ახალი პრეპარატით, რომელსაც სპეციალისტები რევოლუციურს უწოდებენ, ამის შესახებ “აიპრესს” ერთ-ერთი პაციენტი ესაუბრა.

 

“20 წელზე მეტია C ჰეპატიტით ვარ ავად. F4 დაზიანება და ფიბროზის მე-4 სტადია, ანუ კომპენსირებული ციროზი მქონდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩემთვის იყო გადარჩენის შანსი. რომელსაც ჩამოვეკიდე და ყველაფერი კარგად მიდის.” – აცხადებს ჩვენთან საუბრისას ი. ქ.

 

რესპოდენტის განცხადებით, პრეპარატი სოფოსბუვირი მანამდე მისთვის ხელმისაწვდომი არ იყო რადგან მისი შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული.

 

“მაგრამ, საქართველოში დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სადაც ჩემი ანალიზიდან გამომდინარე, პირველ ნაკადში მოვხვდი და 14 მაისს დავიწყე მკურნალობა. ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც დაიწყო მკურნალობა” – განაცხადა ი. ქ-მ.

 

მისივე თქმით, ვირუსი რომელიც მას 20 წელზე მეტია აქვს, განულებულია. იგი 2 კვირაში ერთხელ მიდის კლინიკაში, სადაც საჭირო კვლევები და კონტროლი უტარდება

 

“მე მაქვს პაციენტის ბარათი. 2 კვირაში ერთხელ მივდივარ კლინიკაში. ვაჩვენებ, რომ მივიღე წამალი. იქ ვიდეო კონტროლიც არის. შემდეგ, როცა დასრულდება 28 აბიანი კურსი, ახალ კურსს იწყებ. ერთი უკვე დავამთავრე, ახლა მეორეს ვამთავრებ. 9 რიცხვში ახალს მომცემენ. მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ანალიზები ავიღე. წარმოიდგინეთ ვირუსი მილიონნახევარი ერთეული მქონდა და განულებულია. პრეპარატმა ძალიან კარგად იმოქმედა. მინდა ჯანდაცვის სამინისტროს და “ნეოლაპის” კლინიკას მადლობა გადავუხადო. ხარისხიანი და უმაღლესი დონის კვლევები მიტარდება.

 

1 წლიანი სრული კურსი მაქვს დანიშნული. ის რომ მკურნალობიდან ერთი თვის თავზე ჰეპატიტის ვირუსი არ მაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მოვრჩი. კურსი აუცილებლად ბოლომდე უნდა დაამთავრო.”- აცხადებს რესპოდენტი.

 

მისივე თქმით, რომ არა, აღნიშნული პროგრამა, მკურნალობის ერთწლიანი კურსი ალბათ, 100 000 ლარზე მეტი დაუჯდებოდა.

 

“მე მაქვს სათქმელი და ვამბობ კიდეც, ეს ჩემთვის დიდი ამბავი იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მეგობარიც მკურნალობს და იმასაც გაუქრა ვირუსი პირველ ჯერზე. ასე რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას საკამოდ კარგი შედეგები აქვს ჩემს მაგალითზე”- განაცხადა ი.ქ.-მ.

 

წყარო http://dl2.archiveshare.net/

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 22087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია