დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობის და პრეზიდენტის ადმინისტრაციების მიმოწერა ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით
2015/07/01 21:45:49

საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით წარმოშობილ უთანხმოებაზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოითხოვა პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ამ თემაზე არსებული მიმოწერის ასლები.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2014 წლის 28 მარტს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ ტელეფონით მთავრობის კანცელარიის უფროსს, მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ პრეზიდენტი ათონელის ქუჩაზე მშენებარე შენობის პრეზიდენტის რეზიდენციად გამოყენებას არ გეგმავდა. მაია ცქიტიშვილმა ამ საუბრის წერილობით დადასტურება მოითხოვა, რომ მთავრობას ემსჯელა სამუშაოების გაგრძელების მიზანშეწონილობაზე და შენობის შემდგომ ბედზე.

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეუთანხმებელი მოქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა შენობის მშენებლობა, რომლის დანიშნულება მშენებლობის დასრულების შემდგომაც უცნობია.

ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ყოვლად დაუშვებელია საბიუჯეტო სახსრების დაუგეგმავად ხარჯვა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ათობით მილიონ ლარს ეხება. ამასთან, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, პრეზიდენტის როგორც ავლაბრის, ასევე ათონელის ქუჩის რეზიდენციების მშენებლობის, მათი ყოველწლიური შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯები, რომ საზოგადოებამ იმსჯელოს, თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო როგორც ძველი, ისე ახალი რეზიდენციის აშენება საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე.

 

იხილეთ სრულად https://idfi.ge/ge/correspondace-regarding-presidents-administration-at-atoneli-street

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 11691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია