დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის სოფლებში შემოსეული მგლების განადგურებას ითხოვენ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/01 13:38:50

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მტაცებლების მიერ, კერძოდ კი, მგლებისაგან შინაური პირუტყვის დაკბენა-დახოცვის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

 

მოსახლეობის აზრით, მტაცებლების აგრესია ძალიან დიდია _ისინი უკვე თითქმის დასახლებულ პუნქტებში ნადირობენ პირუტყვზე.

 

აღნიშნული საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაყებულ იქნა გარემოს დაცვის სამინისტროს წინაშე, სადაც არსებული წესის დაცვით პრობლემის სალიკვიდაციო დოკუმენტაციას ამზადებენ.

 

როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, ქალბატონმა მაია ბითაძემ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა მიმართა მტაცებლებთან დაკავშირებით სამინისტროს მიმართვის საფუძველზე უკვე ფორმდება ხელშეკრულება მგლების ეგზემპლარების ამოღების თაობაზე.

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის, დავით ხოჯანაშვილის, განცხადებით, გეზრულის ტერიტორიაზე თითქმის ყოველ კვირაში დღისით ხდება პირუტყვზე მტაცებლის თავდასხმა.

 

„გასულ კვირაში ერთი ძროხა მგელმა დღის სამ საათზე მოსახლეობის ახლოს დაგლიჯა, ხოლო ათამდე პირუტყვი კი დაკაწრული დაბრუნდა სოფელში. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს მგლის ხროვასთან, შესაძლოა, მათი აგრესიის მსხვერპლი ადამიანიც გახდეს. გუშინ, ასევე დღის პერიოდში მგელი საკარმიდამო ნაკვეთში გადახტა და მოზარდი საქონელი გაანადგურა. ზაფხულობით სოფელში ბევრი დამსვენებლი ამოდის და შესაძლოა, ბავშვებმა მდინარეზე ან ტყეში გასეირნების დროს თავის დაცვა ვერ მოახერხონ. კარგია იქნება, თუ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყება“, _ აღნიშნა რწმუნებულმა.

 

მგლის თავდასხმები ჭიათურაში ყველა იმ სოფელში დაფიქსირდა, რომელიც ტყესთან ახლოსაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3361
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია