დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ მართავენ თერჯოლაში ნარჩენებს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/07/01 13:20:07

თერჯოლა იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული მუნიციპალიტეტია მყარი ნარჩენების მართვის კუთხით. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის ცენტრი პატარაა და სათანადოდ მოვლილი, ამიტომ თერჯოლა ბევრი მნახველის თვალში ულამაზეს დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს.

 

თერჯოლის  დასუფთავებისა და კეთილმოწყობის იურიდიული ცენტრის დირექტორი შოთა გიორგაძის თქმით, დღეში გააქვთ 35-40 კუბური მეტრი მოცულობის მყარი ნარჩენი. გაფორმებული აქვთ ხელშეკრულება 204 ობიექტთან. ნარჩენები გააქვთ ახალ ნაგავსაყრელზე, რომელიც მდებარეობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ღვანკითში  „კოხრას“ მიმდებარე ტერიტორიაზე (ეს ნაგავსაყრელი გაიხსნა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, მოიცავს 3 ჰექტარს და ემსახურება ხარაგაულის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებს).  ნაგავსაყრელზე ხდება მყარი ნარჩენების ჯერ დატკეპნა, შემდეგ დამარხვა.

 

„ნაგავსაყრელი, სავარაუდოდ, დაიხურება 2 წელში, მას შემდეგ, რაც აშენდება ახალი ნაგავსაყრელი ნაგვის გადამამუშავებელი საწარმოთი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭოგნარში,“ _ აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო გაბრიაძე.

 

ამჟამად თერჯოლის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის იურიდიული ცენტრს გააჩნია 4 სპეცმანქანა. აქიდან 3 მანქანა 7,5 კუბი ტევადობისაა, ხოლო 1 _ 8,5 კუბი ტევადობის.

 

გასულ წელს მუნიციპალიტეტიდან გაიტანეს 5 ათასი კუბი მყარი ნარჩენი. წელს ნაგვის ურნების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით (200 ყუთი) მყარი ნარჩენების გატანა გაზრდილია და  თვეში 1200 კუბს უტოლდება.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი გასულ წელს იმერეთის რეგიონში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჩაერთო აქციაში „დავასუფთაოთ საქართველო“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3314
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია