დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბერძნეთის ეკონომიკის გადასარჩენად ინტერნეტში სამ დღეში უკვე 233 ათასი ფუნტი შეგროვდა
2015/07/01 09:44:20

საიტზე IndieGoGo საბერძნეთის დასახმარებლად ფულის შეგროვება დაიწყო. ინიციატივის ავტორია ბრიტანელი ტომ ფინი. სამი დღის მანძილზე გვერდზე, დაახლოებით, 232 721 ფუნტი სტერლინგი შეგროვდა.


“კრაუდფონდინგს ნამდვილად შეუძლია დახმარება. უბრალოდ, უნდა გაკეთდეს. მომბეზრდა ვუყურო, როგორ გრძელდება ბერძნული კრიზისის ციკლი პოლიტიკოსების ხელში. ეს ჩვეულებრივი ადამაინების ცხოვრებაზე ძალიან მოქმედებს” – ასეთ კომენტარს უკეთებს 29 წლის ბრიტანელი საკუთარ ინიციატივას.


კამპანია კვირას დაიწყო და მისი მიზანია 7 ივნისამდე 1,6 მილიარდი ევროს შეგროვება. მინიმალური შემოწირულობა 3 ევროა. ფინი ყველას საჩუქრად ღია ბარათს პირდება, რომელიც საბერძნეთის პრემიერის მიერ იქნება ხელმოწერილი. 6 ევროს შემოწირულობისთვის მომხმარებელს სახლში მიტანილ ბერძნულ სალათს პირდებიან, 25 ევროსთვის – ერთ ბოთლ ბერძნულ ღვინოს. არის თუ არა ინიციატივა ციპარისთან შეთანხმებული, არ კონკრეტდება.


საბერძნეთში 5 ივნისს დანიშნულია რეფერენდუმი, სადაც ბერძნები გადაწყვეტენ მიიღებენ თუ არა კრედიტორების პირობებს, რომ მათ სანაცვლოდ დახმარება მიიღონ.

 

წყარო: http://www.timer.ge/


ციპარისმა მოსახლეობას მოუწოდა უარი თქვან ევროპელი ლიდერების მიერ შემოთავაზებულ წინადადებებზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7218
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია