დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტეხასის პროკურორმა ოლქის მოხელეებს გეი წყვილების ქორწინებაზე უარის თქმის უფლება მისცა
2015/07/01 03:18:50

საკნდალურ განცხადებას აკეთებს ტეხასის შტატის გენერალური პროკურორი.  მისი თქმით, ოლქის რეგისტრატურის მოხელეებს შეუძლიათ უარი უთხრან გეი წყვილებს ქორწინებაზე.


მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეეტილება ყველა შტატს ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას ავალდებულებს, ოლქის რეგისტრატურის იმ მოხელეებს, ვინც ეწინააღმდეგებიან გეი ქორწინებას, უფლება აქვთ არ გასცენ ქორწინების მოწმობა ერთსქესიან წყვილებზე – აღნიშნა ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა კვირას.

 

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ პარასკევს დაადგინა, რომ აშშ-ს კონსტიტუცია გეი წყვილებს ქორწინების უფლებას ანიჭებს, რამაც ტრიუმფი მოუტანა ამერიკული გეი უფლებების დამცველ მოძრაობას.

პაქსტონმა თქვა, რომ ტეხასში ასობით საჯარო მოხელე ითხოვს კონკრეტულ მითითებებს, თუ როგორ განახორციელონ უზენაესი სასამართლოს ე.წ.  „უკანონო“ და „არასწორი“ გადაწყვეტილება.

 

გენერალურმა პროკურორის განცხადებით,  უზენაესმა სასამართლომ „შეთხზა“ ახალი კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ამავე დროს არ გაითვალისწინა უფლებათა კანონის პირველი შესწორება, რომელიც მოქალაქეებს რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებს.

 

ოლქის რეგისტრატურის მოხელეებს უნარჩუნდებათ რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლება, რაც საშუალებას მისცემს მათ რელიგიური მოსაზრებების საფუძველზე უარი თქვან ერთსქესიანი ქორწინების მოწმობის გაცემაზე – წერს პაქსტონი.  ყოველი ამგვარი საქმის ლეგიტიმურობა დამოკიდებული იქნება კონკრეტულ ფაქტებზე.

 

მოსამართლეები, როგორც ყველა ადამიანი, რელიგიის აღმსარებლობის თავისუფლებით სარგებლობენ.  მათ ვერავინ დააძალებს ერთსქესიანი საქორწინო ცერემონიების ჩატარებას, თუ ეს მათ რელიგიურ მრწამს ეწინააღმდეგება – წერს პაქსტონი.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საჯარო მოხეელები უნდა მოელოდნენ მათ წინააღმდეგ სარჩელების აღძვრას, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდ იურიდიულ მხარდაჭერასაც მიიღებენ.

 

„მრავალი ადვოკატი მზადაა საჯარო მოხეელეების ინტერესები და რელიგიური მრწამსი დაიცვას, და ძირითადად ეს მომსახურება მოხელეთათვის უფასო იქნება. მე კი ჩემი პოზიციიდან გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ მათი უფლებები გავახმოვანო და დავიცვა“ – წერს პაქსტონი.

 

უზენაესი სასამართლოს მიერ წინა კვირას მიღებული გადაწყვეტილება კულმინაცია გახლდათ გეი უფლებების მხარდაჭერების მიერ დიდი ხნის წინ დაწყებულ ბრძოლაში.  ამ გადაწყვეტილებამ მხარდამჭერებსა და ოპონენტებში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია.

 

უფლებადამცველთა თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო განავრცო უზენაესი სასამართლოს მიერ წარსულში მიღებული ცნობილი გადაწყვეტილება, კერძოდ კი 1967 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სხვადასხვა რასის წარმომადგენლებს შორის ქორწინება დააკანონა.

 

wyaro: http://www.postalioni.com/2015/06/%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A1/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 24381
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია