დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წელს საქართველოში ხორბლის უხვი მოსავალია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/27 23:11:03

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ,,გლობალ აგრო“ ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრის მთავარი თემა ხორბლის უხვი მოსავალი და ალოობის დაწყება იყო.


სასტუმროში ,,ამბასადორი“ გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ესწრებოდა. წლევანდელი უხვი მოსავალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აღნიშნული დარგის განვითარების სწორმა პოლიტიკამ და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებამ განაპირობა.


საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადებით, ქვეყნის მასშტაბით არსებული წისქვილკომბინატები  სრულ მზადყოფნაში არიან შეისყიდონ ხორბლის მოსავალი და ამით ხელი შეუწყონ ადგილობრივ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციაში.


შეხვედრაზე წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ფქვილის იმპორტის მექანიზმებისა და ფასების რეგულაციების საკითხები განიხილეს და  აღნიშნული მიმართულებით  სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან მონიტორინგის გამკაცრების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.


შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის, ფერმერთა ასოციაციის და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი წისქვილკომბინატების წარმომადგენლები.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8434
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია