დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას სთხოვენ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს შშმ პირები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/19 14:07:25

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ფონდმა „სოხუმმა“ დღის ცენტრ „ვალენტინის“   შშმ ბენეფიციარებს უმასპინძლა.


შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის სპეციალისტები, სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენთრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, შშმ პირთა საჭიროებები გამოიკვეთა.


-ნომერ პირველი პრობლემა ისაა, რომ ჩვენი ხელფასების ხარჯზე გვიწევს შენობის ქირაობა. მხოლოდ ნაწილს გვიხდის მერია - ამბობს ლალი გოგაშვილი, დღის ცენტრ „ვალენტინის“ პედაგოგი.


როგორც დღის ცენტრის ბენეფიციარი ნატო კუპატაძე აცხადებს, შშმ პირები დღის განმავლობაში ხელთნაკეთი ნივთების დამუშავებით არიან დაკავებულნი. ბენეფიციარები ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატს, ირმა პეტრიაშვილს, სთხოვენ კიდევ ერთხელ გადასცეს მათ  საჭირო მასალები (ბისერები, მავთულები,საქსოვი და საქარგავი ძაფები).


ბენეფიციარის თქმით, შშმ პირები უსახსრობის გამო ქალაქგარეთ ექსკურსიას ვერ ახერხებენ, როგორც მერიის სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი მამუკა სანიკიძე აცხადებს, ქალაქის ბიუჯეტში ექსკურსიისთვის სპეციალური თანხა არაა გამოყოფილი, თუმცა საზაფხულოდ 400 ბენეფიციარზე დაგეგმილია დასვენება ურეკში (შშმ პირებისთვის, ცდპ - თათვის და მათი მომვლელებისთვის, ასევე მრავალშვილიანი და სამამულო ომის ვეტერანებისათვის).

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია