დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"FacebooK - ამბები"
ბრძოლა სიცოცხლისათვის - 112-მა ღმერთის იმედად დამტოვა...
2015/06/16 20:52:29

„ნუთუ გადავრჩი“? - ახალგაზრდა ბიჭის ბრძოლა სიცოცხლისთვის და ისტორია, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

„მიშველეეთ! ისმის სიბნელეში შორიდან განწირული ხმა ახალგაზრდა კაცის - გამაგრდი ძმაო, ვპასუხობ მე, ხეს ჩაეჭიდე, საით ხარ ვერ გხედავ... ვცდილობ დახმარებას მაგრამ უძლური ვარ, მაინც ვამშვიდებ, ვამხნევებ...

 

ამასობაში წუთიერად წყლის ნაკადის სიმაღლე და სიმძლავრე მატულობს, ვერ წარმოვიდგენდი რამოდენიმე წუთში მეც თუ იგივე განცდა დამეუფლებოდა რაც მას. წყალი კიდევ უფრო სწრაფად მატულობს - ერთადერთი შველა განათების ბოძია რომელიც გზის ამაღლებულ გამყოფ ზოლშია განთავსებული, ქამრით ვარ მიბმული.

 

ის ხანში შესული კაცი რომელსაცც წყლით სავსე ავტომობილიდან გადმოსვლაში დავეხმარე აღარ ჩანს, მისი ავტომობილიც წყალმა წაიღო... არც იმ ადგილიდან ისმის ახალგაზრდა კაცის განწირული ხმა, ის უზარმაზარი ხეებიც აღარ დგას რაზედაც ჩაჭიდებას მოვუწოდებდი...

 

წყალი კიდევ და კიდევ მატულობს, წყალი რომელიც ბავშვობაში უწყინარი ღელე მახსოვს „ვერა რეჩკა“, რომლის ნაპირას დავრბოდი პატარა ბიჭი და ანკესით ვთევზაობდი - ნუთუ ეხლა ამ პატარა მდინარემ, რომელიც აბობოქრებულ არაგვს ჰგავს, რომელიც ავტომობილებს წაყალში ჩაგდებული პატარა სათამაშო ხის ნავივით მიაქანებს ხევში ჩემი სიციცხლე უნდა დაასრულოს - შველას ვითხოვ!

 

მესმის ძლივს აკრეფილი ნომრით მობილურიდან ოპერატორის მშვიდი ხმა - გისმენთ ბატონო-შველა მინდა, წუთებს ვითვლი და წყალი წამიღებს დამეხმარეთ - სამაშველო ჯგუფი თუ გხედავთ? ვერ გეტყვით ალბათ მხედავენ, მაგრამ ჩემი დახმარება ვერტმფრენის გარეშე შეუძლებელია- მშვიდი ხმით ვერტმფრენი არ გვყავს ბატონო.

 

- კარგით ესეიგი ღმერთის იმედად მტოვებთ ასე გამოდის...

 

ვკითხულობ მამაო ჩვენოს... წყალმა უკვე მუხლებს ზომოთ აიწია და თავის შეკავებაც მიძნელდება, ვცდილობ მაგრად ჩავეჭიდო ბოძს, სიმშვიდე შევინარჩუნო, ვატყობ წყლის დონემ მიაღწია გარკვეულ ზღვარს - არ მინდა სიკვდილი ... ცაში ვიხედები და ღმერთს ვთხოვ წვიმის შეწყვეტას, რომ წყლის დონემ არ მოიმატოს...

 

წვიმაც შეწყდა, მაგრამ წყლის დონე არ კლებულობს ძალაც მელევა და სიცივით თუ შიშით კანკალიც დამეწყო. შველას ისევ ვითხოვ, ჩემი ნუგეში ჩემს გვერდით მდებარე კორპუსის მოსახლეობაა, რომლებიც პატარა ფანრებით მამხნევებენ და თანაგრძნობას მიცხადებენ...

 

წყლის დონემ კლება დაიწყო - შევამჩნიე რომ გზის ერთ მხარეს წყალი საკმაოდ დაკლებული იყო, ფრთხილად ჩამოვედი, ფეხით მიწას შევეხე, სვლა დავიწყე და უკნიდან კორპუსის მოსახლეობის შეძახილები და ოვაციები მომესმა ხელები ავწიე და ამით მადლობა გადავუხადე.

 

- ნუთუ გადავრჩი?..

 

რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ადამიანის ლანდს მოვკარი თვალი- ეს ის იყო ვის გადასარჩენადაც ჩავედი იმ ადგილას, ცოცხალია, - ვიყვირე და მისკენ გავემართე, ერთმანეს გადავეხვიეთ და გადარჩენა მივულოცეთ- „ღმერთს ვყვარებირვართ“! წყალი კიდევ და კიდევ კლებულობს, ჩვენ კი ერთმანეთის დახმარებით უსაფრთხო ადგილას გადავედით...

 

ოთხი საათი, ოთხი საათი ბრძოლა სიცოცხლისთვის, სიცოცხლის მთელი ოთხი საათი!“..

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 44666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია