დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისის სტიქიის გმირი: მანუჩარ ინჯგია, რომელმაც 7 ადამიანი სიკვდილისგან იხსნა
2015/06/15 12:26:40

გუშინდელმა სტიქიამ ყველაზე მეტად სვანიძის ქუჩა დააზარალა. ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი წაიღო, დაინგრა სახლები, იყო მხვერპლიც. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ არა მანუჩარ ინჯგია, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა. მან ადიდებული მდინარიდან ძაღლები, დატბორილი სახლებიდან კი ბავშვები და მოხუცები გამოიყვანა. სანამ სვანიძის ქუჩაზე მაშველები გამოჩნდებოდნენ, მოსახლეობას სწორედ მანუჩარ ინჯგია უწევდა დახმარებას. მანუჩარის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, მოსახლეობა მას გმირს უწოდებს და გმირული საქციელის გამო მადლობას უხდის. ვინ არის ჩვენი დროის გმირი და როგორ მოხვდა სვანიძის ქუჩაზე, ამის შესახებ თავად მანუჩარ ინჯგია გვიამბობს. 



-
სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ლეიტენანტი ვარ. თბილისში მივლინებით ვარ, სვანიძის ქუჩაზე სტუმრად ვიყავი ბიძასთან. როცა წვიმა დაიწყო და მდინარე ადიდდა, გადავწყვიტე ხალხს თავად დავხმარებოდი. ისე უცებ მოხდა ყველაფერი, ვერ გადმოვცემ. ნახევარ საათში აღარ იყო არაფერი სვანიძის ქუჩაზე. ბავშვები და მოხუცების გამოყვანა დავიწყეთ სახლებიდან. ხალხი ფანრებით გვანიშნებდა, რომ დატბორილ სახლში იყვნენ. ზოგი სახლის სახურავზე ავიდა და ისე ცდილობდა გადარჩენას.


განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა იყო სვანიძის ქუჩის ბოლოს, ამიტომ ჩავედი და ხალხის გადარჩენა იქედან დავიწყე. განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის მოხუცი ქალის გადარჩენა, რომლის სახლიც წყლით იყო სავსე, ფანჯრები ჩავამტვრიეთ და ისე გამოვიყვანეთ, აღმოჩნდა, რომ სახლში მცირეწლოვანი ბავშვებიც ყავდა დატოვებული და ის ორი ბავშვიც ამოვიყვანეთ. კიდევ კარგი იქ ვიყავი, თორემ ნამდვილად დაიღუპებოდა ის მოხუცი ქალი.

 


-
რამდენი ადამიანის გადარჩენა მოახერხეთ?
- სანამ სამაშველო და პოლიცია მოვიდოდა, 7 ადამიანის გადარჩენა მოვახერხე. შემდეგ უკვე მაშველები შევიდნენ ნავებით და ხალხს აღარ უშვებდნენ. 



-
ამბობენ, რომ რამდენიმე ძაღლის გადარჩენაც მოახერხეთ...
-
მხოლოდ რამდენიმე ძაღლის გადარჩენა მოვახერხე. როცა წყალი მოვარდა, ბავშვების და მოხუცების გამოყვანა დავიწყე, იმ მომენტში მთავარი ეს იყო. სწრაფად განვითარდა მოვლენები, წყალმა წაიღო ყველაფერი, მანქანები, სახლები, ძაღლების თავშესაფარი წყლით იყო სავსე, ბოლოს ძალიან რთული მდგომარეობა იყო და მხოლოდ მაშველები მუშაობდნენ. ახლაც სვანიძის ქუჩაზე ვარ და ბიჭებს ვეხმარები გაწმენდით სამუშაოებში.



თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2728
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია