დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
დავით ნიკურაძეს თბილისში ბეჰემოთის სკულპტურის დადგმის იდეა აქვს
2015/06/15 11:48:28

დავით ნიკურაძე სოციალურ ქსელში ერთ საინტერესო იდეას სთავაზობს საზოგადოებას და ვისაც მოეწონება იდეა, სტატუსის გაზიარებას სთხოვს.

ჩვენი აზრით, მართლაც მშვენიერი იდეაა... თუ თქვენც მოგეწონებათ, გააზიარეთ.


თბილისში ბეჰემოთის პატარა სკულპტურის დადგმის იდეა მაქვს, რომელიც იქცევა გუშინ ჩვენს ქალაქში მომხდარი ტრაგედიის სიმბოლოდ. არ არის აუცილებლი უზარმაზარი ძეგლი. შეიძლება იყოს ისეთივე პატარა, როგორიც სტოკჰოლმის "იარნპოიკე" ან ცოტა უფრო დიდი - ბრიუსელის "მანეკენ ფისის" ხელა. ან ცოტა კიდევ უფრო დიდი, როგორიც პორტლენდის თევზია.

 

ასეთი ორიგინალური ძეგლები ბევრ ქალაქშია. თუნდაც, ბუდაპეშტის "ფეხსაცმელები" ან ადელაიდეს "გოჭები". ვინ იცის, იქნებ ბევრი წლის შემდეგ ჩვენი ბეჰემოთი თბილისის სიმბოლოდაც იქცეს, როგორც კოპენჰაგენის სიმბოლოა "პატარა ქალთევზა".
‪#‎ქართლისდედასგვიგინებენბიჭო‬ კატეგორია ნუ დააკომენტარებთ!!!


ვისაც მოსოწონს იდეა, თუ არ შეწუხდბით, გააზიარეთ, რომ გავიგოთ სხვებსაც თუ მოსწონთ ეს აზრი და თუ დაგვიჭერენ მხარს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8564
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია