დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერის სამძიმარი დედაქალაქში სტიქიით დაღუპულ ოჯახებს
2015/06/14 12:10:50

თბილისში სტიქიის შედეგად  დაღუპული ადამიანების ოჯახებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ სამძიმარი გამოუცხადა.

შოთა მურღულიას მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,  ქუთაისის მერია მზად არის, თბილისს, საჭიროების შემთხვევაში, ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს.

 
"წუხელ თბილისში სამწუხარო ფაქტი მოხდა, სტიქიის შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამინი, ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს.
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად და არსებული ვითარების მოსაგვარებლად. ქუთაისის მერია მზად არის საჭიროების შემთხვევაში ქალაქის საკუთრებაში არსებული ტექნიკით დაეხმაროს თბილისს. ასევე დედაქალაქში, მოსახლეობის დასახმარებლად წასასვლელად მზად არიან ქუთაისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და ახალგაზრდა მოხალისეები", – ნათქვამია მურღულიას განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2196
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია