დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გელათის ქუჩის რეაბილიტაცია ნომებრის ბოლოს უნდა დასრულდეს
2015/06/11 11:18:47

ქუთაისში გელათის ქუჩის რეაბილიტაცია კარგა ხანია დაიწყო.

 

ქალაქ ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის, მახლაზ ბასილაძის განცხადებით, გელათის ქუჩის რეაბილიტაცია 28 ნოემბრისთვის დასრულდება. გელათის ქუჩაზე, სადაც დაგეგმილია საყრდენი კედლების მშენებლობა, სანიაღვრე სისტემების, გზის საფარის (ასფალტის) რეაბილიტაცია და ტროტუარების დაგება, 2 მილიონ 995 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

გელაცის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ გზაზე შეუძლებელი იყო ტრანსპორტით გადაადგილებაც კი. მიმდინარე სამუშაოები მათ პრობლემებს უქმნით, თუმცა იმედოვნებენ, რომ რეაბილიტაცია მალე დასრულდება.

 

გელათის ქუჩის 193-ში  მცხოვრები ნათელა ლომთაძე კიდევ  ერთ პრობლემაზე საუბრობს.

–  არ არის გაყვანილი კანალიზაცია, დაბლობზე მცხოვრები მოსახლეობის ეზოებში ხშირად ჩამოდის ფეკალური მასები, სხვადასხვა ნაწრეტები, რაც იწვევს სუნს და ანტისანიტარიას.

 

ნათელა ლომთაძე ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის შესწავლას და გადაჭრას სთხოვს.

 

როგორც ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი მალხაზ ბასილაძე არ უარყოფს, რომ კანალიზაციის პრობლემა დგას რელიეფურად მაღალ ზონაში არსებულ ტერიტორიებზე - გორა, საფიჩხია და გელათის ქუჩა (სადა საერთოდ არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა).

 

– პრობლემა ჩვენი ქალაქისთვის არ არის ლოკალური, გლობალურია, მისი მოგვარება 2016 წლიდან იგეგმება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. პროექტი უკვე შექმნილია, განხორციელებისთვის 110 მილიონია საჭირო. - ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსი.

გელათის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „გზამშენი 21“-ე ახორციელებს.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2971
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია