დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კატარის პირველი ლედი, შეიხა მოზა, საქართველოს არაოფიციალურად სტუმრობდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/11 00:21:38

 

შეიხა მოზა ბინტ ნასერი  საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. მან შვებულება  თბილისში ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან, ერთად გაატარა. მათ ერთად რუსეთი და სომხეთიც მოინახულეს.

 

საქართველოში  ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ ძველი ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა, ასევე -  ცნობილი დიდი ბაზარი მშრალ ხიდზე, ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი გაჩერდა თანამედროვე სასტუმრო “Rooms” -ში.


როგორც psnews-ს აცნობეს, ცნობილი ქართველი კინორეჟისორისა და მხატვრის, რეზო გაბრიაძის, ეროვნული სამზარეულოს კაფეში სტუმრებისათვის მოეწყო  ნამდვილი ქართული ვახშამი,  ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით. იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის იმღერა საქართველოს ლეგენდამ – ნანი ბრეგვაძემ.


აღმოსავლური სტილის ხატი – შეიხა მოზა, რომელიც ცნობილია მისი ჩინებული და დახვეწილი გემოვნებით, ქართველი დიზაინერების ბუტიკებშიც ჩანდა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია