დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამარჯვებული სპექტაკლი 30-ე საჯარო სკოლიდან
2015/06/09 12:57:19

„გიყვარდეთ, კაცნო, ერთმანეთი!“


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ვაჟა ფშაველას გარდაცვალების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კონკურსი ითვალისწინებდა სპექტაკლის დადგმას ვაჟას ერთი  ნაწარმოების ან რამდენიმე  ნაწარმოებების სპექტაკლად წარმოდგენას.

 

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა  ხალისით  ჩაერთო ამ პროექტში. ვაჟას შემოქმედებიდან აირჩა რამოდენიმე ნაწარმოები, დაიწერა პიესა და ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მსახიობების გიორგი ბენიძისა და  გიორგი შალამბერიძის  დახმარებით დაიდგა კიდეც. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები.

 

სპექტაკლს  დიდი წარმატება  ხვდა წილად. კონკურსის შედეგად მას ქუთაისის მაშტაბით პირველი ადგილი მიენიჭა. სპექტაკლში ასევე მონაწილეობდნენ 30-ე სკოლასთან არსებული ხალხური სიმღერების და ცეკვის შემსწავლელი  წრის მოსწავლეები.

 

გამარჯვებული სპექტაკლის ჩვენება  მოეწყო ლადო მესხისვილის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე,  რომელსაც ესწრებოდნენ ქალაქ ქუთაისის მერიის თანამშრომლები და რესურსცენტრის დირექტორი ბატონი ბადრი ვაშაკიძე. სპექტაკლის ბოლოს მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს 30-ე სკოლის დირექტორს განათლების სფეროში აქტიური მონაწილეობისათვის, ხოლო ახალგაზრდა მსახიობებს საბოლოო გამარჯვება უსურვეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2579
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია