დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სამტრედიაში
2015/06/01 23:47:01

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო  დღეს  სამტრედიაში ბავშვებმა სპეციალურად მათთვის მოწყობილი თამაშობებისა და ღონოსძიებების დახმარებით დღე სახალისოდ გაატარეს.’’მომავლის პარკში’’ ბავშვები და მშობლები დილიდან იკრიბებოდნენ. სწორედ აქ, ბავშვემა ფერადი ცარცებით მოხატეს ასფალტი, სამტრედიის მოსწავლე - ახალგაზრდობის ცენტრის სამხატვრო სკოლა-გალერეის ნორჩმამხატვრებმა საკუთარი ნახახები გამოფინეს. სამტრედიის მართმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა კი მანამდე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის, სახელწოდებით  ,,გადაარჩინე ყვავილები’’ ფარგლებში მათ მიერვე გამოყვანილი ჩითილების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.


ბავშვებისთვის შოუს მოწყობასა და მათ გამხიარულებაზე ზღაპრის სხვადასხვა გმირების კოსტიუმში გამოწყობილი მსახიობები ზრუნავდნენ. ბავშვების მონაწილოებით მოეწყო რამდენიმე შეჯიბრიც.


აღნიშნული ღონისძიება სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის ნატო მანჯგალაძის ორგანიზებითა და ინიციატივით გაიმართა. მისი თქმით, ზღაპრის გმირების დახმარებით შეეცადნენ ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღე შეექმნათ. მათი მიზანი იყო თითოეული ბავშვისთვის ზღაპარული სამყარო მოეწყოთ, რათა ბავშვებს თავი ბედნიერად ეგრძნოთ. ,, აღნიშნული ღონისძიების მრავალფეროვნებისთვის სპეციალურად მოვიწვიეთქუთაისის ბავშვთა  გასართობის ცენტრის ,,კუბი-რუბიკის“ მსახიობები. სხვადასხვა აქტივობით შევეცადეთ დღე მრავალფეროვანი ყოფილიყო. ვფიქრობ, რომ ბავშვებს დღე გავულამაზეთ’’ -  აღნიშნა ნატო მანჯგალაძემ.


ბავშვებისთვის დღის მისალოცად ღონისძიებას ესწრებოდა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - კობა ძიძიგური. მისი თქმით, ბავშვები დღეს ხალისიანად ატარებენ და მსგავი აქტივობების მოწყობას სამომავლოდაც შეეცდებიან. ,,უპირველეს ყოვლისა მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო და წმინდა დღესასწაული წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე. სასურველია მსგავის ტიპის გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის სამომავლოდაც გაგრძელდეს.

 

ზოგადად ქალაქში ბავშვებისთვის არც ისე კარგად არის მოწყობილი და ორგანიზებულიყოველდღიური გასართობი ატრაქციონები, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ღონისძიებას გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა ძალიან კარგი ორგანიზება გაუწია’’ - აღნიშნა ესწრებოდა  სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, კობა ძიძიგურმა.


დღის სახალისოდ გასატარებლად ჟანა პოღოსიანმა ბავშვი სპეციალურად მოიყვანა ‘’მომავლის პარკში’’. მისი თქმით, არ ელოდებოდა ამდენ სიახლეს და მითუმეტეს კოსტიუმირებულ მსახიობებს. ,,ბავშვი გაერთო და შეჯიბრებებშიც მიიღო მონაწილოება. მსახიობებთანაც გადავიღეთ ფოტოები’’ - აღნიშნა ჟანამ.


მოგეხსენებათ, 1925 წელს, ჟენევაში, გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე, 1 ივნისი გამოცხადდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ. ჩვეულებრივ, ამ  დღეს იმართება ბავშვებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომებისა და კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიულ აღზრდა-განვითარებაზე.

 

ლალი შენგელია



 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2188
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია