დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლაშქრობა ნუნისში
2015/06/01 11:52:27

26 მაისს პროექტის „საქართველოს მოხალისის“ ფარგლებში მოეწყო ლაშქრობა ხარაგაულის სოფელ ნუნისში „ბერების კლდისა" და მამათა მონასტრის სანახავად. აღნიშნული ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მოხალისის" კოორდინატორების თამარ მაღრაძისა და თამარ კამკამიძის, ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის (დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი) ორგანიზებით გაიმართა. პროექტში ასევე მონაწილეობდნენ ხარაგაულის „ახლგაზრდული საკრებულოს" დეპუტატები. 


მოხალისეებს მეგზურობას ტურიზმის სამსახურის თანამშრომელი ბაჩო გურული უწევდა, რომელმაც მონაწილეებს ისტორიული ძეგლების მონაცემები გააცნო. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის სამსახურის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინიციატივით, საუკეთესო მოხალისეები ზაფხულზე ზვარის მოსწავლეთა ბანაკში დაისვენებენ.


 

პროექტს „საქართველოს მოხალისე“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს. იმერეთის მხარეში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია